ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001392 დასრულებული

საგრანტო პროგრამა საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროექტებისთვის

წყარო: Zinc Network

განაცხადის ბოლო ვადა
20.03.2023
საიტზე დამატებულია
10.03.2023

კონკურსის შესახებ:

"Zinc Network"-ი, USAID-ის მედია პროგრამის ფარგლებში, IREX-თან თანამშრომლობით, აცხადებს საგრანტო პროგრამას საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროექტებისთვის.

პროექტის შესახებ:

ვიწვევთ საქართველოში დაფუძნებულ ჟურნალისტებს (ან ჟურნალისტთა მცირე გუნდებს), რომლებიც მიისწრაფვიან, ისწავლონ წარმატებული გამოძიების ჩატარება და აქამდე არ მიუღიათ მონაწილეობა საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფორმალურ ტრენინგში.

ტრენინგი, რომელიც 6 თვე გაგრძელდება, დაეხმარება ჟურნალისტებს გამოძიების წარმართვაში, საგამოძიებო იდეის განვითარებით დაწყებული, ამბის გამოქვეყნება-გავრცელებით დამთავრებული. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ საბოლოო პროდუქტს ეფექტური საზოგადოებრივი წვდომა ჰქონდეს.

6 თვიანი ტრენინგი მონაწილეებს არამხოლოდ ეფექტური საგამოძიებო რეპორტაჟის შექმნასა და გამოქვეყნებაში დაეხმარება, არამედ ის მონაწილე ჟურნალისტებს ყველა საჭირო უნარით მოამარაგებს, რათა მომავალში საგამოძიებო პროექტები განახორციელონ.

ტრენინგის თემები მოიცავს საგამოძიებო იდეის განვითარებას, OSINT-ს, digital forensics-ს, მონაცემთა ჟურნალისტიკას, წყაროებთან მუშაობას, უსაფრთხოებას, ეთიკას, წარმოებას, ციფრულ გავრცელებასა და სხვა. აღნიშნულ მოდულებს ჩაატარებენ მსოფლიოს წამყვანი გამომძიებელი რეპორტიორები, რომლებიც ასევე იქნებიან ინდივიდუალური მენტორები, რათა ბენეფიციარებს ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაეხმარონ.

საბოლოო ეტაპზე შერჩეული ჟურნალისტები მიიღებენ გრანტს 5, 000 აშშ დოლარის ოდენობით გამოძიების დასაფინანსებლად და ისეთი საჭირო ხარჯების დასაფარად, როგორიცაა მგზავრობა, აღჭურვილობა და ა.შ.

ვის ვეძებთ:

ვეძებთ შემოთავაზებებს საქართველოში დაფუძნებული რეპორტიორებისგან (ან რეპორტიორთა მცირე გუნდისგან), რომლებიც ამჟამად მედია ორგანიზაციებში ფორმალურად მუშაობენ ან ფრილანსერები არიან. კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ სურვილი ისწავლონ, თუ როგორ ჩაატარონ ეფექტური გამოძიება და განივითარონ შესაბამისი უნარ-ჩვევები.

სასურველია, ბენეფიციარებმა საბოლოო პროდუქტები გამოაქვეყნებენ მათ დამსაქმებელ მედიასაშუალებებში. ამის გარდა, USAID-ის მედია პროგრამა უზრუნველყოფს საჭირო რესურსებს სიუჟეტის მაქსიმალურად გასაშუქებლად.

უპირატესობას მივანიჭებთ სიუჟეტებს ადგილობრივ და რეგიონულ საკითხებზე, რომლებიც ეხება მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას და მედიაში ნაკლებადაა გაშუქებული.

საბოლოო სიაში მოხვედრილი სიუჟეტები გაივლიან ფიჩის განვითარების სემინარებს, სადაც საგამოძიებო შემოთავაზებები დაიხვეწება New York Times-ის ყოფილი ჟურნალისტი ბარბარა მარკოლინის დახმარებით.

შემდგომში, 4 საუკეთესო ფიჩი შეირჩევა დარჩენილ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად და მიიღებს გრანტს 5, 000 აშშ დოლარის ოდენობით, გამოძიების ჩატარების დასაფინანსებლად.

ქვემოთ იხილეთ სააპლიკაციო თემების ჩამონათვალი. აღსანიშნავია, რომ განვიხილავთ აპლიკაციებს სხვა თემებზეც:

** საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენენ მარგინალურ ჯგუფებზე;
** რეგიონული და მუნიციპალური მმართველობის საკითხები;
** ადამიანის უფლებების ხელყოფა. მაგალითად: პოლიციის სისასტიკე, დისკრიმინაცია და ა.შ.
** შრომითი ექსპლუატაცია: კერძო ბიზნესის ან სახელმწიფო სამსახურის მიერ შრომითი უფლებების დარღვევა.
** კორუფცია: კორუფცია საჯარო სექტორში, კერძო კომპანიებში ან სხვა ორგანიზაციებში.
** გარემოს დაცვის საკითხები: გარემოს დეგრადაცია, დაბინძურება და არალეგალური აქტივობები.
** განათლება: განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა ხარისხიან განათლებასთან წვდომა, საჯარო სკოლების დაფინანსება ან კორუფცია განათლების სისტემაში.
** ჯანდაცვა: ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა ხელმისაწვდომობა, ხარისხი ან ინტერესთა კონფლიქტი ჯანდაცვის ინდუსტრიაში.
** ძალაუფლების გამოყენება: ადგილობრივი ელიტის მიერ ძალაუფლების გამოყენება, როგორ იყენებენ ამ ძალას პოლიტიკასა და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებით სარგებლის მისაღებად.

ვადები:

პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა რეპორტიორებმა უნდა შეავსონ თანდართული შემოთავაზების შაბლონი არაუგვიანეს 20 მარტის დღის 12:00 საათისა. გამოძიების ჩატარებისთვის საჭირო დრო არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

გთხოვთ, წარმოადგინოთ ფიჩები მისამართზე Aleksandre.Beraia@zincnetwork.com. პირველ ეტაპზე შერჩეული ჟურნალისტები 27 მარტამდე მიიღებენ შეტყობინებას ოფიციალური წერილით.

"Zinc Network"-ის შესახებ:

"Zinc Network" არის გლობალური საერთაშორისო განვითარების კომპანია, რომლის სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს. კომპანიის ოფისები ასევე ვაშინგტონში, ვარშავაში, თბილისსა და ნაირობიშია განთავსებული. ჩვენი მიზანია, კომუნიკაციის, ტექნოლოგიისა და ქცევითი მეცნიერების მეშვეობით, მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა განვითარებისა და უსაფრთხოების პროგრამებში.

ვმუშაობთ სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის კლიენტებთან. მათ შორისაა: USAID, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, გაერთიანებული სამეფოს სათავო ოფისი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტრო, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო, გაერო, ევროკომისია, Microsoft, Twitter, Facebook და სხვა.

ჩვენ ვქმნით წარმატებულ პროგრამებს, ინტერვენციებსა და კამპანიებს, რომლებიც ცვლიან ადამიანების შეხედულებებს, გრძნობებსა და ქმედებებს ფართო სოციალური საკითხების მიმართ.


წყარო: https://www.jobs.ge/