კონკურსი ორგანიზაციებისა და მასწავლებელთა ასოციაციებისათვის
წყარო: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 07.04.2023
- საიტზე დამატებულია
- 16.03.2023
კონკურსის შესახებ:
"სკოლების გაძლიერების ინიციატივის ფარგლებში" კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) სკოლა ლაბის პროგრამა აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასწავლებელთა ასოციაციებისათვის.
პროექტი "სკოლების გაძლიერების ინიციატივა" 2022-24 წლებში განხორციელდება გერმანული ფონდის Bread for the World-ის (BfdW) ფინანსური თანადგომით. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სკოლების გაძლიერებას და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. იგი მიმართულია ორგანიზაციული ცვლილებებისა და განვითარების საკითხებში სკოლების შესაძლებლობების ზრდაზე და მათ გაძლიერებაზე.
საგრანტო კონკურსის მიზანია ზოგადი განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციების ჩართულობის ხელშეწყობა. ასევე, აღნიშნული ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა.
სკოლა-ლაბი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (ctc) განათლების მიმართულების პროგრამაა, რომელიც 2018 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია სკოლის განვითარების ხელშეწყობა განათლების სფეროში არსებული ცოდნისა და გამოცდილების შესწავლით, სხვადასხვა მიდგომების გამოცდისა და დანერგვის გზით. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს www.ctcskolalab.ge.
საგრანტო კონკურსში მოწვევა.
კონკურსის გზით საგრანტო დაფინანსებისათვის შეირჩევა 6 ორგანიზაცია. თითოეული გრანტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10, 000 ევროს ეკვივალენტს ლარში, გრანტის მიმღების თანამონაწილეობის ჩათვლით. ჯამური ბიუჯეტის 10% უნდა იყოს გრანტის მიმღების ფულადი კონტრიბუცია.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
** ზოგადი განათლების სფეროში მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს;
** მასწავლებელთა პროფესიულ ასოციაციებს.
საგრანტო კონკურსში მონაწილე ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
** უნდა იყოს რეგისტრირებული და ჰქონდეს არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსი;
** გააჩნდეს ზოგადი განათლების მიმართულებით საგანმანათლებლო, კვლევითი თუ სხვა განვითარების პროექტების განხორციელებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** შეეძლოს პროექტით მოთხოვნილი თანადაფინანსების უზრუნველყოფის დადასტურება.
საგრანტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 7 აპრილი, 17:00 საათი.
საგრანტო წინადადების სრული ტექსტი იხილეთ დანართ N1-ში.
საპროექტო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი 2).
დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით გაიმართება საინფორმაციო ვებინარები. ვებინარები ჩატარდება: 27 მარტს, 14:00 საათზე, ონლაინ, zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა ორგანიზაციებს ვებინარზე დასწრების მიზნით რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://us06web.zoom.us/meeting/register/tZIlcO6qqj4jH90wVZt322CtyrWiH2k_DWE8
დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ctc.org.ge.
სათაურში მიუთითეთნ "სკოლა-ლაბის მცირე გრანტების კონკურსი"
წყარო:https://www.jobs.ge/