ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001418 დასრულებული

სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა

წყარო: დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

განაცხადის ბოლო ვადა
10.04.2023
საიტზე დამატებულია
29.03.2023

კონკურსის შესახებ:

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო.

პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს.

საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 30-მდე პროექტი დაფინანსდება.

ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ. პროგრამა ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის კომპონენტსაც ითვალისწინებს.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 10 აპრილამდე გაგრძელდება.


წყარო: დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო