ფესტივალების საგრანტო კონკურსი
წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 19.05.2023
- საიტზე დამატებულია
- 26.04.2023
კონკურსის შესახებ:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ჩასატარებელი ფესტივალების საგრანტო კონკურსი" გამოცხადდა, რომლის მიზანია:
ა)კულტურისა და ხელოვნების სფეროების განვითარებაზე ორიენტირებული ფესტივალების მხარდაჭერა;
ბ)უნიკალური, ავთენტური, კონკურენტუნარიანი კულტურის ღონისძიების მხარდაჭერა;
გ)კულტურის პოტენციალის წარმოჩენა და რეგიონის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება;
დ)რეგიონის ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაცია.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 13 აპრილიდან 19 მაისის ჩათვლით.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, გარდა სახელმწიფოს ბიუჯეტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ან მუნიციპალურ დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციისა.
საგრანტო განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით (PDF ფორმატით) და გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: culturemoecs@gmail.com
ფესტივალი უნდა განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ჩასატარებელი ფესტივალების საგრანტო კონკურსის 2023 წლის სრული ბიუჯეტი განსაზღვრულია 500 000 ლარით.
ერთი ფესტივალის განხორციელებისათვის გრანტი გაიცემა არაუმეტეს 80 000 ლარის ოდენობით.
წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი