ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001440 დასრულებული

საგრანტო კონკურსი

წყარო: ფონდი ტასო

განაცხადის ბოლო ვადა
14.05.2023
საიტზე დამატებულია
28.04.2023

კონკურსის შესახებ:

"ფონდი ტასო" აგრძელებს 2-წლიან პროგრამას ქალთა და გოგონათა საზოგადოებრივი აქტივიზმის ხელშესაწყობად და აცხადებს კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობის მხარდაჭერა.

კონკურსის მიზნები:

** დემოკრატიის განვითარების, სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობისკენ მიმართული სათემო აქტივიზმის ხელშეწყობა;
** მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება აქტიური მოქალაქეობისთვის: ევროინტეგრაცია, ევროკავშირის წევრობის პირობები და 12 მოთხოვნა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად;
** ქალთა ლიდერობა და ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
** უმცირესობათა ჯგუფების შესაძლებლობების ზრდა ღირსეული მონაწილეობისთვის სათემო განვითარების საქმეში;
** ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და აქტივისტების ურთიერთთანამშრომლობა ქალთა მოძრაობის გასაძლიერებლად საქართველოში;
** ქალთა ლიდერობით მოქმედი ადგილობრივი ჯგუფებისა და ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერება და მათი საქმიანობის მედეგობის მხარდაჭერა;
** მოხალისეობის კულტურის დანერგვა თემში.

მონაწილეობის პირობები:

** კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს რეგიონებში, სოფლად ან/და მუნიციპალურ ცენტრებში ქალთა ლიდერობით მოქმედ საინიციატივო ჯგუფებს და სათემო ორგანიზაციებს.
** საკონკურსო პროექტები უნდა შემუშავდეს დართული განაცხადის ფორმისა და წინამდებარე დოკუმენტის მოთხოვნათა სრული დაცვით და შეესაბამებოდეს კონკურსის 2 ან რამდენიმე მიზანს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ:

** მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს: ორგანიზაციებისთვის - 17 000 ლარს, ხოლო საინიციატივო ჯგუფებისთვის - 10 000 ლარს.
** პროექტების განხორციელების ვადა 6-დან 12 თვემდე.

საკონტაქტო ტელეფონები პროექტის მონაწილეთა საკონსულტაციოდ: მარინა თაბუკაშვილი - 595 424279; ნინო ასათაშვილი - 588 884576, ეკატერინე წურწუმია - 577 994237.

საპროექტო განაცხადი & დანართები "ფონდს ტასო" ელ. ვერსიის სახით ეგზავნება მისამართებზე: eka@taso.org.ge, nino110a@gmail.com.

სამუშაო გეგმა:

** კონკურსის გამოცხადება: 22 აპრილი, 2023
** განმცხადებელთა ინდივიდუალური (სატელეფონო) კონსულტაციები: 24 აპრილი - 14 მაისი

განმცხადებელთა ჯგუფური ("ზუმის" სივრცეში) კონსულტირება: 2023 წლის, 1 მაისი, 2 საათზე;

საკონსულტაციო შეხვედრის ლინკი: https://us02web.zoom.us/j/9672273892.

საკონკურსო პროექტების "ფონდში ტასო" ჩაბარების საბოლოო ვადა: 15 მაისი, 2023


წყარო: https://jobs.ge/