ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001441 დასრულებული

მიწოდების ჯაჭვის მონაწილეთა შორის ბიზნეს კავშირების გაუმჯობესების ხელშეწყობა

წყარო: USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა

განაცხადის ბოლო ვადა
18.05.2023
საიტზე დამატებულია
28.04.2023

კონკურსის შესახებ:

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა აცხადებს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების საგრანტო პროგრამის ახალ რაუნდს, რომლის მიზანია მიწოდების ცივი ჯაჭვის გაძლიერება, ჯაჭვის მონაწილეთა შორის დიალოგის გაუმჯობესების, მათი ცოდნის გაზრდის და სიახლეებსა და ახალ ტექნოლოგიებზე წვდომის ხელშეწყობის გზით. ორგანიზაციის ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების გრანტები გაიცემა და განხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის მთავრობის დებულებებისა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტების ადმინისტრირების შიდა პოლიტიკის შესაბამისად.

განცხადების სახელი: საგრანტო პროგრამა არაკომერციული ბიზნესასოციაციებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის

ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების საგრანტო პროგრამა არაკომერციული ბიზნესასოციაციებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის

თემა: მიწოდების ჯაჭვის მონაწილეთა შორის ბიზნეს კავშირების გაუმჯობესების ხელშეწყობა

გამოცხადების თარიღი: 2023 წლის 27 აპრილი
საინფორმაციო შეხვედრა: 2023 წლის 11 მაისი, 14:00
კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2023 წლის 5 მაისი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 18 მაისი.

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ ფაილში.


წყარო: https://jobs.ge/