სამეცნიერო-კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსი
წყარო: სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 19.05.2023
- საიტზე დამატებულია
- 02.05.2023
კონკურსის შესახებ:
დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა - 2023 წლის 15 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე;
შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედის სამეცნიერო ფონდიაცხადებს ღია კონკურსს საგრანტო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის მიმართულებით, შემდეგი პირობებით:
- მოთხოვნები გრანტის წარმდგენის მიმართ
- საგრანტო კონკურსში სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ხელმძღვანელის სტატუსით მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც:
ა) არის დოქტორის აკადემიური (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის მქონე ახალგაზრდა მეცნიერი (ხარისხი მინიჭებული აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ბ) არ არის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების აფილირებული აკადემიური
პერსონალი;
გ) არ არის სხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი.
- პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 36 თვეს.
- პროექტის წლიური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.
- პროექტის ხელმძღვანელი ვალდებულია წარმოადგინოს მისი და პროექტში ჩართული სხვა პერსონალის CV-ები (სამეცნიერო შრომები, კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა).
- სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ხელმძღვანელმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება სამეცნიერო ფონდის საკოორდინაციო საბჭოს სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ელ.ფოსტაზე: zurab.tsetskhladze@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) შევსებული „სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განაცხადის ფორმა“ (დანართი 2).
- მოთხოვნები გრანტის მიმღების მიმართ
- გამარჯვებული პროექტი შესაძლებელია განხორციელდეს უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შეძენილი ხელსაწყო/დანადგარები, რეაქტივები/სახარჯი მასალა და პროექტის განხორცილებასთან დაკავშირებული სხვა შენაძენი, პროექტის დასრულების შემდეგ რჩება უნივერსიტეტის საკუთრებაში.
- დაფინანსებული პროექტის ფარგლებში უნდა გამოქვეყნდეს მინიმუმ ერთი კვლევის მონაცემებზე დამყარებული ტიპის სამეცნიერო სტატია საერთაშორისო გამოცემებში, რომლებიც ინდექსირებულია PubMed-ის ბაზაში.
- სტატი(ებ)ის გამოქვეყნებისას შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი უნდა იყოს მითითებული ერთადერთ დაწესებულებად (გამონაკლისად დაიშვება დამატებით სხვა დაწესებულების მითითებაც, თუ პროექტის ფარგლებში ხორციელდება კოლაბორაცია საგანმანათლებლო/კვლევით დაწესებულებასთან).
- გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაში მითითებული უნდა იყოს, რომ კვლევა შესრულდა „შპს სასწავლო უნივერსიტეტ გეომედის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით“.
- პროექტის ფარგლებში მიღებული ინტელექტუალური საკუთრება რჩება უნივერსიტეტს.
- პროექტის ხელმძღვანელმა პროექტის მიმდინარეობისას უნდა წარმოადგინოს კვარტალური ანგარიშები, პროექტის შესრულების ეტაპები დროში პროექტის ბიუჯეტის მიხედვით.
- პროექტის დაფინანსების უწყვეტობა დამოკიდებული იქნება წარმოდგენილ ანგარიშებზე.
- სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შეფასების კრიტერიუმები
|
კრიტერიუმები |
ქულა |
|
|
1 |
კვლევით პროექტში მიმოხილული ლიტერატურა უახლესია და სრულყოფილია |
0-10 |
|
2 |
გამოსაყენებელი მეთოდები შეესაბამება პროექტის მიზნებს |
0-10 |
|
3 |
პროექტის ხელმძღვანელს და პროექტში ჩართულ სხვა პერსონალს აქვთ წარმოდგენილი პროექტის განსახორციელებლად შესაბამისი გამოცდილება |
0-10 |
|
4 |
მოსალოდნელი შედეგების პრაქტიკული ან/და თეორიული ღირებულება |
0-10 |
|
5 |
პროექტის ბიუჯეტი რეალისტურია |
0-10 |
- ექსპერტთა ჯგუფის მიერ მინიმუმ 40 ქულით შეფასებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტი ეგზავნება სამეცნიერო ფონდის საკოორდინაციო საბჭოს გამარჯვებულის გამოსავლენად.
გამარჯვებული პროექტი ფინანსდება და იდება ხელშეკრულება პროექტის ხელმძღვანელთან.
- სამეცნიერო ფონდის საკოორდინაციო საბჭო ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
- სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დასრულებამდე I პუნქტის, 1 ქვეპუნქტის „ბ“ და „გ“ პუნქტების დარღვევის შემთხვევაში, უნივერსიტეტის სამეცნიერო ფონდის საკოორდინაციო საბჭო იტოვებს უფლებას შეწყვიტოს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაფინანსება.
- დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა - 2023 წლის 15 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 1000 საათიდან 1700 საათამდე;
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2023 წლის 30 მაისს.
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 599 53 06 80
წყარო: გეომედი