|
178 |
---|
![]() |
25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - სამეგრელო |
უნიკალური ნომერი: 001457
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს "ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის "
Მიმდინარე საგრანტო კონკურსით ფინანსდება პროექტები სამეგრელოს რეგიონიდან.
Პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში
ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას;
ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას;
საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) პროექტის გუნდის კომპეტენცია - გუნდი მზად არის გამოიყენოს შესაძლებლობა მოცემულ დროის პერიოდში; გუნდის წევრებს აქვთ ინდუსტრიის ექსპეტული ცოდნა; გუნდის წევრებს აქვთ ერთად მუშაობის გამოცდილება; გუნდში არ არის საკვანძო პოზიციის/პოზიციების დეფიციტი.
ბ) პროექტის კომერციალიზაციის პოტენციალი (ბაზრის მოცულობა/მასშტაბი/შესაძლებლობა) - წარმოების გაზრდის მასშაბატი/ბიზნესის მაქსიმალური მასშტაბი; გადასაწყვეტი პრობლემის მნიშვნელობა; ბაზრის კონკუნტუნლობა; კონკურენტების მდგომარეობა ბაზრაზე; ბაზრის მასშატაბი (ადგილობრივი, რეგიონალური, გლობალური); ბიზნესის მაქსიმალური მასშტაბი.
გ) კონკურენტული უპირატესობა/ინოვაციურობა - შემოთავაზებული ინოვაციის უპირატესობა; სტარტაპის კონკურენტული უპირატესობა; სტარტაპის კონკურენტების შეფასება; ინტელექტუალური საკუთრება ანდა მისი შექმნის პოტენციალი.
დ) რეგიონში ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა - მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა.
ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით grants@gita.gov.ge
წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
რეგიონი: სამეგრელო-ზემო სვანეთი;
პროექტის მიმართულება: ბიზნესი, წარმოება, მრეწველობა, ვაჭრობა; სტარტაპი;
დამატებულია: 16-05-2023
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15-06-2023
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 15 დღე;
16-05-2023 25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - ზემო და ქვემო სვანეთი |
---|
15-12-2022 Small Grants |
13-01-2023 საგრანტო კონკურსი მუნიციპალიტეტებისთვის |
22-05-2023 ბიზნესიდეების მცირე საგრანტო კონკურსი უკრაინელებისთვის |