ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001489 დასრულებული

საგრანტო კონკურსი რძის ხარისხის გასაუმჯობესებლად

წყარო: Land O`Lakes Venture37

განაცხადის ბოლო ვადა
15.09.2023
საიტზე დამატებულია
22.06.2023

კონკურსის შესახებ:

USDA-ის მიერ დაფინანსებული და Land O`Lakes Ventue37-ის მიერ განხორციელებული 8 წლიანი პროექტი "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში (SQIL)" აცხადებს საგრანტო კონკურსს რძის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

გრანტი უზრუნველყოფს, ინოვაციური მიდგომების დანერგვას, ბიზნესის გაფართოებისა და განვითარების მხარდაჭერას, იმ კერძო ადგილობრივი საწარმოებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საქართველოში რძის გადამუშავებასა და შეგროვებას. აღნიშნული, საგრანტო კონკურსი: "2023-GFP-RFA08" ეძებს პარტნიორებს რძის გადამამუშავებლებისა და შემგროვებლების სახით, რათა გაუმჯობესდეს მათი ინფრასტრუქტურა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას (რძის შენახვისთვის საჭირო ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფა, ტრანსპორტირება და ხარისხის მართვა).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 სექტემბერი.


წყარო: https://jobs.ge/