projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
200



ღია მონაწილეობითი დემოკრატია

უნიკალური ნომერი: 000150

პროექტის შესახებ:

მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა მხარს უჭერს ადგილობრივ სამოქალაქო ინიციატივებს. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს მოქალაქეებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სოციალურ მოძრაობებს, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ბოლო წლებში მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა მხარს უჭერდა მმართველობის სისტემის რეფორმას სხვადასხვა დონეზე, უპირველესად, ადგილობრივი თვითმმართველობის გაუმჯობესებასა და მმართველი ორგანოების მოქალაქეებთან დაახლოებას. მიუხედავად საკანონმდებლო პროგრესისა, მოქალაქეთა მონაწილეობა შეზღუდულია, არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ მოქალაქეები არ მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროგრამამ იმუშავა რეფორმების ადვოკატირების მიმართულებით ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, როგორც სამთავრობო, ისე მუნიციპალურ დონეზე. მხარს უჭერდა ინფორმაციის თავისუფლების რეფორმას, ასევე, ისეთ ინიციატივებს, რომლებიც საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირებასა და საჯარო უწყებების დემოკრატიულ კონტროლს გულისხმობს.

გრძელვადიან პარტნიორებთან თანამშრომლობის, საგრანტო მხარდაჭერის, შიდა პროექტების განხორციელების და გამოცდილების გაზიარება-გაცვლის გზით, მომდევნო წლებში პროგრამა გააგრძელებს მუშობას მონაწილეობითი დემოკრატიის ფორმების გაუმჯობესებაზე, თვითმმართველობის ორგანოებისა და მოქალაქეების ერთმანეთთან დაახლოვებაზე, ინფორმაციის გამჭვირვალობის და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდის საკითხებზე.

2019 წლიდან, მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა გაააქტიურებს მუშაობას უსახლკარობისა და საბინაო პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით და მხარს დაუჭერს ორგანიზაციულ, სათემო და სამოქალაქო ინიციატივებს შრომითი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. 2017 წელს, ფონდის დაფინანსებით უსახლკარობის მიზეზებისა და საბინაო პოლიტიკის შესახებ პირველი კვლევები ჩატარდა, რამაც შექმნა საფუძველი, რომ სახელმწიფოს ამ თემაზე მუშაობა დაეწყო. 2018 წელს, ფონდის ადვოკატირების შედეგად, საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით აიღო ვალდებულება ეროვნული საბინაო პოლიტიკის შემუშავების შესახებ, რაც პრაქტიკაში დაკვირვებას საჭიროებს.

კონტაქტი:

მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა

+995 032 225 04 63


დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://osgf.ge/program/adgilobrivi-demokratiis/

დამატებულია: 25-01-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2021

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 866 დღე;


24-01-2019

ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის

16-08-2019

მცირე გრანტი ფიზიკური პირებისთვის - პროტოტიპირება

16-08-2019

მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის - ღონისძიების ორგანიზება

25-01-2019

სტარტაპ აგრო სესხი - თიბისი ბანკი

25-01-2019

სტარტაპ აგრო სესხი - თიბისი ბანკი

24-01-2019

ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის

16-08-2019

მცირე გრანტი ფიზიკური პირებისთვის - პროტოტიპირება

16-08-2019

მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის - ღონისძიების ორგანიზება


სიახლეების გამოწერა


პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ