ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001512 დასრულებული

საგრანტო კონკურსი-ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შექმნა

წყარო: პროფესიული უნარების სააგენტო

განაცხადის ბოლო ვადა
15.09.2023
საიტზე დამატებულია
07.08.2023

კონკურსის შესახებ:

"პროფესიული უნარების სააგენტო" აცხადებს საგრანტო კონკურსს პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შექმნასთან დაკავშირებით.

"პროფესიული უნარების სააგენტო" არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის ამოცანებია ქვეყნის ეკონომიკის საჭიროებებზე მისადაგებული, თანამედროვე პროფესიული უნარებისა და ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული, ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარების და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

აღნიშნული კონკურსი უკავშირდება პროფესიული უნარების სააგენტოს პრიორიტეტებს, ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების მასწავლებლების დარგობრივი ქსელების გააქტიურებასა და გაძლიერებას, მასწავლებელთა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას, ინოვაციური და ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შექმნასა და გამრავალფეროვნებას.

კონკურსის ფარგლებში ერთი საგრანტო პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 10 000 ლარს.

კონკურსის ფარგლებში განმცხადებელი არის: პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საჯარო ან კერძო დაწესებულება, რომელიც კონკრეტული მოდულის ფარგლებში ციფრული საგანმანათლებლო რესურსის შემუშავების მიზნით თანამშრომლობს ავტორთა ჯგუფთან.

კონკურსის ფარგლებში ავტორთა ჯგუფი: ქმნის ციფრული საგანმანათლებლო რესურსის შინაარსობრივ და მეთოდოლოგიურ ნაწილს. ავტორთა ჯგუფი უნდა შედგებოდეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი სხვადასხვა დაწესებულების პროფესიული განათლების მასწავლებლებისაგან. თუ შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას არ ახორციელებს სხვა დაწესებულება, დასაშვებია ავტორთა ჯგუფის წევრები ასწავლიდნენ ერთსა და იმავე დაწესებულებაში.

ციფრული საგანმანათლებლო რესურსი არის: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ან მისი ნაწილის სწავლებისთვის მხარდამჭერი კომპონენტების ლოგიკური და ორგანიზებული ერთობლიობა. ციფრული საგანმანათლებლო რესურსი უნდა მოიცავდეს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა: საკითხავი მასალა, მულტიმედიური პროდუქტები (ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ანიმაცია, ფილმი, ილუსტრაციები, ფოტოები და სხვა), სადისკუსიო კითხვები, პრაქტიკული დავალება, ტესტი ან სხვა შეფასების ინსტრუმენტები და ა.შ.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ და განცხადების ფორმები შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ ფაილებში.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით eflow-ს ან ელ.ფოსტის - info@geoskills.ge საშუალებით (eflow-ს დოკუმენტბრუნვის ელ. სისტემის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებების განაცხადი მიიღება მხოლოდ Eflow-ს საშუალებით).


წყარო: https://jobs.ge/