ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001518 დასრულებული

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა

წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო

განაცხადის ბოლო ვადა
15.12.2023
საიტზე დამატებულია
11.08.2023

კონკურსის შესახებ:

პროგრამის შესახებ

სოფლის განვითარების სააგენტო, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, არასტანდარტული ვაშლის გადამამუშავებელ კომპანიებზე რომლებიც 2023 წლის სექტემბრის დასაწყისიდან 15 დეკემბრამდე 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს შეისყიდიან არანაკლებ 0.24 ლარად, გასცემს სუბსიდიას 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე - 0.10 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის განკარგულება

ვაშლის გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებსაც 2023 წლის განმავლობაში განზრახული აქვთ ვაშლის მიღება-გადამუშავება, ვალდებულნი არიან:

გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით - საკოორდინაციო შტაბში; კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ რეგისტრაციის წერილი უფლებამოსილი პირის ხელმოწერით info@rda.gov.ge ელექტრონულ ფოსტაზე.

აღნიშნულ წერილში უნდა მიუთითონ შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის დასახელება
  • ვაშლის მისაღები პუნქტის მისამართი
  • საიდენტიფიკაციო ნომერი
  • საკონტაქტო პირის სახელი გვარი
  • საკონტაქტო პირის მეილი
  • საკონტაქტო პირის მობილური ნომერი
  • კომპანიის საბანკო რეკვიზიტები (ლარის ანგარიში);
  • სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიური ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სატრანსპორტო სასწორის დამოწმების შესახებ, რომელიც გაცემული უნდა იყოს 1 აგვისტოს შემდეგ.
  • საწარმოს ინტერნეტით და შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეო კონტროლის შესაბამისი სისტემით აღჭურვის შესახებ ინფორმაცია.

საკორდინაციო შტაბის მისამართი: ქ. გორი, გრიგოლ ფერაძის N5


წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო