საგრანტო კონკურსი
წყარო: ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
- განაცხადის ბოლო ვადა
- 18.09.2023
- საიტზე დამატებულია
- 29.08.2023
კონკურსის შესახებ:
ახალგაზრდული ორგანიზაცია "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" ფარგლებში აცხადებს მიკრო საგრანტო კონკურსს აჭარაში, სამეგრელოში, შიდა ქართლსა და კახეთში შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე ახალდაფუძნებული ორგანიზაციებისთვის და საინიციატივო ჯგუფებისთვის.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადაა 2023 წლის 18 სექტემბერი 23:59 საათი.
საგრანტო კონკურსის პირობებთან დაკავშირებული შეკითხვების გამოგზავნა შესაძლებელია წერილობით, შემდეგ ელ-ფოსტაზე: smallgrants.cer@gmail.com.
წყარო: https://jobs.ge/