ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001535 დასრულებული

25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - შიდა ქართლი

წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

განაცხადის ბოლო ვადა
04.10.2023
საიტზე დამატებულია
04.09.2023
რეგიონი: შიდა ქართლი
მიმართულება: სხვა სტარტაპი

კონკურსის შესახებ:

  • 25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - შიდა ქართლი
  • დაწყების თარიღი: 4 სექტემბერი 2023
  • დასრულების დრო: 4 ოქტომბერი 2023 23:59
  • დარჩენილი დღეები: 31

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს "ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის "

მიმდინარე საგრანტო კონკურსით ფინანსდება პროექტები შიდა ქართლის რეგიონიდან.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში

  • ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას;

  • ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას;

საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) დამფუძნებლების კომპეტენციები;

ბ) ინოვაციური პროდუქტი/სერვისი;

გ) სამიზნე ბაზარი/კონკურენტული უპირატესობა;

დ) რეგიონის განვითარება და მასშტაბირების პოტენციალი;

აღნიშნული პროგრამა თქვენთვისაა:

თუ მუშაობთ ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამაზე, ხართ შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი ან აპირებთ დარეგისტრირებას აღნიშნულ რეგიონში.

ფიზიკური პირის საგრანტო განაცხადის გამარჯვების შემთხვევაში, მის მიერ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია სავალდებულოა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე.

გრანტის მიმღები არ არის უფლებამოსილი საგრანტო ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში რეგისტრირებული ადგილსამყოფელი/იურიდიული მისამართი გადაიტანოს სხვა რეგიონში.

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით grants@gita.gov.ge


წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო