ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001548 დასრულებული

საგრანტო კონკურსი ადგილ. სამოქალაქო საზ. ორგანიზაციებისთვის

წყარო: მწვანე ალტერნატივა

განაცხადის ბოლო ვადა
13.10.2023
საიტზე დამატებულია
28.09.2023

კონკურსის შესახებ:

"მწვანე ალტერნატივა" აცხადებს კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რათა ხელი შეუწყოს კლიმატისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ადგილობრივ დონეზე მუშაობის გაძლიერებას. აუცილებელია, რომ კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მის შედეგებთან ადაპტაციის პოლიტიკის დაგეგმვა და შესაბამისი ღონისძიებების მართვა ფართო საზოგადოების, ადგილობრივი თემებისა და თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდებოდეს. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თემების საჭიროებები ასახული იყოს კლიმატის ეროვნულ დოკუმენტებსა და საერთაშორისო პროცესებში. ამიტომ, ამ მცირე ინიციატივის ფარგლებში, მწვანე ალტერნატივა გეგმავს ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოების ორ ორგანიზაციასთან და იმუშაოს მათ მიერ ადგილობრივ დონეზე იდენტიფიცირებული კლიმატის ცვლილების გავლენების, საჭიროებებისა და ადაპტაციის შესაძლებლობების ადვოკატირებაზე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთი ქალაქებისა და თემების განვითარებით და/ან უკვე მუშაობენ თავიანთ თემში კლიმატის კრიზისით გამოწვეულ და სხვა გარემოსდაცვითი პრობლემებზე.

რა ინიციატივების წარდგენა შეიძლება კონკურსზე?

** კამპანიები ქალაქების, მუნიციპალიტეტების ან თემების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით მდგრადი განვითარებისა, სამართლიანი გადასვლის და დეკარბონიზაციის თემებზე;
** კლიმატის ცვლილების მიმართ თემების მოწყვლადობის კვლევა, ადაპტაციის ღონისძიებების იდენტიფიცირება და ადვოკატირება;
** კლიმატის ცვლილების შერბილებისა ან ადაპტაციის სამოქმედო გეგმების შემუშავება თემისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით;
** სხვა წინადადებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქალაქების, თემებისა და მუნიციპალიტეტების მდგრად განვითარებას და ადაპტაციას კლიმატის ცვლილებების შედეგებთან;
** პრიორიტეტი მიენიჭება ინიციატივებს, რომლებიც მოიცავენ ქალების, ახალგაზრდებისა და/ან მარგინალური ჯგუფების მონაწილეობასა და გაძლიერებას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არ განიხილება საპროექტო განაცხადები, რომლებიც მოიცავს აღჭურვილობის პირდაპირ დამონტაჟებას, სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების ჩატარებას.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ კონკურსში მონაწილე ორგანიზაციები?

** ოფიციალურად რეგისტრირებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია;
** თემში მუშაობის გამოცდილება;
** გარემოს დაცვის, მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების თემებზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პროექტის დასკვნით შეხვედრაზე დასწრების სურვილი.

პროექტის ბიუჯეტი: კონკურსის ფარგლებში იგეგმება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მომსახურების გაწევის ხელშეკრულებების გაფორმება, თითოეული 5000 ევრომდე ეკვივალენტი ლარში.

პროექტის დაწყება: 2023 წლის ოქტომბერი
პროექტის დასრულება და ანგარიშის ჩაბარება: 2024 წლის 15 აპრილი

საპროექტო განაცხადის ფორმა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე/კითხვებზე:

** ორგანიზაციის დასახელება, რეკვიზიტები და გამოცდილების მოკლე აღწერა;
** თემში არსებული გარემოსდაცვითი/კლიმატის ცვლილების პრობლემების დასაბუთება, რომელთა გადაჭრასაც ისახავს პროექტი და პროექტის მეშვეობით მათი გადაჭრის ხედვის აღწერა;
** პროექტის მიზანი, სამიზნე ჯგუფები, დაგეგმილი აქტივობების აღწერა და შესაბამისი გეგმა-გრაფიკი;
** გასათვალისწინებელი რისკები და პროექტისგან მიღებული შედეგები.

პროექტის ბიუჯეტის შესავსები ფორმა თან ერთვის განცხადებას, გთხოვთ, ამ ფორმით იხელმძღვანელოთ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ განაცხადი (პროექტის აღწერა-დასაბუთება და შესაბამისი ბიუჯეტი) შემდეგ მისამართზე: nksovreli@greenalt.org ან greenaltorg@gmail.com დანიშნულებაში მიუთითეთ კონკურსის სახელწოდება მცირე საგრანტო კონკურსი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი, 2023 წელი

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენს შესახებ

მწვანე ალტერნატივა https://greenalt.org/ მიზნად ისახავს მდგრადი განვითარებისათვის ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლების შექმნის ხელშეწყობას; გარემოსდაცვით საქმიანობაში შესაბამისი სამთავრობო უწყებების, ბიზნესის წარმომადგენლების, სამეცნიერო ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების ჩართვის მხარდაჭერას; ორგანიზაციის მისიაა ეკონომიკურად ხელსაყრელი და სოციალურად მისაღები ალტერნატივების გზით, საქართველოს გარემოსა და ქვეყნის უნიკალური ბიოლოგიური თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.


წყარო: https://jobs.ge/