საგრანტო კონკურსი უნივერსიტეტებისთვის
წყარო: USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა
- განაცხადის ბოლო ვადა
- 15.11.2023
- საიტზე დამატებულია
- 09.10.2023
კონკურსის შესახებ:
"USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა", რომელსაც ახორციელებს PH International საქართველო, აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში რეგისტრირებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის.
საგრანტო კონკურსის მიზანია უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის სამოქალაქო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და საგანმანათლებლო პროგრამებში სამოქალაქო განათლების პრინციპების ინტეგრირება. მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა გასცემს ორ გრანტს. თითოეული წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 15, 000 აშშ დოლარს.
განმცხადებლებს საშუალება ექნებათ, დასვან შეკითხვები განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით და მიიღონ საჭირო ინფორმაცია ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებზე. შეხვედრაზე დასწრებისათვის, აუცილებლად უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 3 ნოემბრამდე შემდეგი ბმულის მეშვეობით: Registration | RFA 005.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დოკუმენტები.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ნოემბერი, 2023 (23:59 სთ)
წყარო: https://jobs.ge/