კონკურსი ბიზნესის დაწყების ან გაუმჯობესების მიზნით
წყარო: კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 31.10.2023
- საიტზე დამატებულია
- 13.10.2023
კონკურსის შესახებ:
"კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი" (KRDF), ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" (WFT) და Care Caucasus (CARE) ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით რეგიონული პროექტის "ქალის ძალა ქალის მომავალი" ფარგლებში აცხადებს მცირე ქვე-პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობის კონკურსს ბიზნესის დაწყების ან გაუმჯობესების მიზნით.
კონკურსის მიზანია პროექტის სამიზნე სოფლებში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება შემოსავლის მომტანი საქმიანობის მხარდაჭერის უზრუნველყოფით.
დაინტერესებულ და პოტენციურ აპლიკანტებს შეუძლიათ დაუსვან კითხვები განაცხადის შევსების ან საგრანტო პროცედურებთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტით მისამართზე info.krdf@krdf.ge გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონკურსის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ოფისში შეხვედრები ან სატელეფონო ზარები არ მიიღება.
კონკურსის გამოცხადება: 12 ოქტომბერი, 2023
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი, 2023, 18:00
მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა გამოაგზავნოთ ხელმოწერილი PDF ფორმატით შემდეგ ელ.ფოსტაზე: info.krdf@krdf.ge
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართული ფაილებში.
წყარო: https://jobs.ge/