ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001574 დასრულებული

კონკურსი გურიის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის (CSO)

წყარო: CENN

განაცხადის ბოლო ვადა
20.10.2023
საიტზე დამატებულია
16.10.2023

კონკურსის შესახებ:

CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის – ფარგლებში აცხადებს კონკურსს გურიის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის (CSO).

კონკურსის მიზანია შეარჩიოს გურიის რეგიონში არსებული 10 ადგილობრივი CSO, ხელი შეუწყოს მათ ორგანიზაციულ გაძლიერებას და მხარდაჭერას, მათი შესაძლებლობების გაძლიერებისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გურიის სამივე მუნიციპალიტეტში – ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში მოქმედ CSO-ებს. მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, 20 ოქტომბრამდე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/9jW1JCfYk2kdAqCx6

პროექტი “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.


წყარო: CENN