სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატისთვის მცირე გრანტების პროგრამა
ნავიგატორი
591


სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატისთვის მცირე გრანტების პროგრამა

უნიკალური ნომერი: 001588

კონკურსის შესახებ:

გერმანიის საერთაშორის თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად პროექტის DIAPOL-CE ფარგლებში აცხადებს

საგრანტო კონკურსს

შემდეგ თემატიკაზე:

• ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა/გამოყენების ხელშეწყობა;

• ადგილობრივი, ტრადიციული სამეურნეო საქმიანობების ხელშეწყობა;

• კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობა;

• ბიოსფერულ რეზერვატთან დაკავშირებული სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა;

• გარემოსადმი მეგობრული შემოსავლების მომტანი საქმიანობები, რომლებიც ბიოსფერული რეზერვატის დაარსებით მოტანილი სარგებლის დემონსტრირება იქნება.

საგრანტო პროექტები განხორციელდება სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის ტერიტორიაზე. (იხ. რუკა, ფაილის სახელი - "რუკა- სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი").

საგრანტო თანხა შეადგენს 5 000 ევროს ექვივალენტს ლარში (8 პროექტი გეოგრაფიული გადანაწილებით); ერთი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, საუკეთესო საპროექტო წინადადება დაფინანსდება 10 000 ევროს ექვივალენტით ლარში; მინიმუმ 10% უნდა იყოს გრანტის მიმღების თანამონაწილეობა ფულადი ან არაფულადი სახით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ინდივიდებს, საერთო ინტერესით გაერთიანებულ ჯგუფებს, ადგილობრივ ფერმერებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ მეწარმეებს.

დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 10 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინონ საპროექტო წინადადებები მითითებულ ელ-ფოსტაზე: Three Alazani BR Small Grants Program <ThreeAlazaniBR@giz.de> ქართულ ენაზე, რეკომენდებული ფორმატით (იხ. ფაილები, სათაურით - „განაცხადის ფორმა“ და „ბიუჯეტის ფორმა“).

გადაწყვეტილება პროექტების დაფინანსების შესახებ მიიღება არა უგვიანეს 2024 წლის 10 მარტისა.

კონკურსზე წარსადგენი საგრანტო განაცხადების მომზადების დაწყებამდე კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველები უნდა გაეცნონ მეთოდურ მითითებებს (იხ. ფაილი, სათაურით- „მეთოდური მითითებები“).

საკონსულტაციო შეხვედრების შესახებ ინფორმაცია გავრცელდება მოგვიანებით.

შეკითხვების/დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

ელ-ფოსტა: ThreeAlazaniBR@giz.de

ტელ: 593314779


წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დამატებულია: 27-10-2023

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10-12-2023 ვადა იწურება

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 6 დღე;






01-09-2022

ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამა

09-10-2023

საგრანტო კონკურსი: მერძეული ფერმის დაარსება

08-11-2023

CULTURAL SMALL GRANTS PROGRAM 2024

11-08-2023

ტექნიკური დახმარების პროგრამა

11-08-2023

ტექნიკური დახმარების პროგრამა

01-09-2022

ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამა

09-10-2023

საგრანტო კონკურსი: მერძეული ფერმის დაარსება

08-11-2023

CULTURAL SMALL GRANTS PROGRAM 2024


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ