ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001637 დასრულებული

მცირე საგრანტო კონკურსი

წყარო: ევროპის ფონდი

განაცხადის ბოლო ვადა
02.02.2024
საიტზე დამატებულია
08.01.2024

კონკურსის შესახებ:

"ევროპის ფონდი" იწვევს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო) მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი მიზნად ისახავს მცირე გამოცდილების მქონე სათემო ორგანიზაციების ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობას, აქტუალური სათემო პრობლემების გამოვლენისა და მოგვარების მიზნით.

"ევროპის ფონდის" შესახებ

"ევროპის ფონდის" მისიაა, პრაქტიკული პროგრამების განხორციელებით, საშუალება მისცეს მოქალაქეებს, წვლილი შეიტანონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება. მიზნობრივი პროგრამების მხარდაჭერისა და საგრანტო კონკურსების გზით, ევროპის ფონდი მიმდინარე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებში მოქალაქეთა აქტიურ თანამონაწილეობას უზრუნველყოფს, რაც ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე პოზიტიურ ცვლილებებს უწყობს ხელს.

ფონდის მანდატი და მიდგომები ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა: სამოქალაქო მონიტორინგი, კორპორატიული და საზოგადოებრივი ფილანტროპია, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება და საჯარო პოლიტიკის შემუშავება, საზღვრისპირა და თემთაშორისი თანამშრომლობა, გენდერული თანასწორობა, ახალგაზრდების ინტეგრაცია, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა. ევროპის ფონდი შემდეგ პროგრამებს ახორციელებს: სამოქალაქო საზოგადოება და მმართველობა და ახალგაზრდების ინტეგრაცია.

განაცხადის წარდგენის პროცედურა:

განმცხადებლებმა ევროპის ფონდში წინასწარი საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 2 თებერვლის 18:00 საათისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@epfound.ge (გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: EMC Small Grants Competition).

კონკრეტულად, განმცხადებელმა ფონდს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები (ნიმუშები ხელმისაწვდომია ფონდის ვებ-გვერდზე: https://epfound.ge/ge/grantmakingoverview/application-forms:

** წინასწარი საპროექტო განაცხადი
** პროექტის მონაწილეთა CV ან რეზიუმე

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი მიბმულ ფაილში.


წყარო: https://jobs.ge