ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001647 დასრულებული

საგრანტო კონკურსი - ბიომასის წარმოების ხელშეწყობა

წყარო: USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა

განაცხადის ბოლო ვადა
07.03.2024
საიტზე დამატებულია
24.01.2024

კონკურსის შესახებ:

"USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა" აცხადებს საგრანტო განაცხადების მიღებას. გრანტების გაცემა და განხორციელება მოხდება USAID-ისა და აშშ-ის მთავრობის გრანტების მართვის რეგულაციებისა და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის გრანტების მართვის შიდა პოლიტიკის შესაბამისად (განაცხადის ფორმა იხილეთ დანართ A-ში).

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა ეძებს კერძო სექტორის პარტნიორს, რომელსაც სურს, პროგრამასთან ერთად, თანაინვესტირების გზით, დააარსოს ან განავითაროს ბიომასის წარმოება შემდეგ თემებში:

მუნიციპალიტეტი, თემი:

დუშეთი: ანანური, ბაზალეთი, ჭართალი, ჭონქაძე, გრემისხევი, გუდამაყარი, ქვეშეთი, მჭადიჯვარი, ფასანაური;
საჩხერე: არგვეთი, ჭალა, ჭალოვანი, ჩიხა
ონი: გლოლა (სოფელი), ღარი, გომი, პიპილეთი, შეუბანი, წედისი, ცხმორი, უწერა;
წალენჯიხა: ჭალე, ჭკვალერი, ეწერი, ჯვარი, ლია, მუჟავა, ფახულანი, საჩინო, წალენჯიხა;
მესტია: ჭუბერი, ხაიში, იდლიანი.

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მაქსიმალური ოდენობა იქნება 100, 000 აშშ დოლარი. განმცხადებლის თანამონაწილეობა უნდა იყოს პროექტის მთლიანი ბიუჯეტის სულ მცირე 50%. განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ თანაინვესტირების თანხა საკმარისი იქნება საწარმოს სრულად ფუნქციონირებისთვის.

განაცხადის წარდგენის პროცედურების და განაცხადის ფორმის შესახებ პოტენციური განმცხადებლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებისა და განაცხადების წარდგენის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრებს შემდეგი განრიგით:

მუნიციპალიტეტი თარიღი დრო მისამართი
წალენჯიხა 6 თებერვალი, 2024 13:00 წალენჯიხის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზი
მისამართი: ქ. წალენჯიხა, თამარ მეფის ქ. #7
ხაიში (მესტია) 7 თებერვალი, 2024 13:00 სოფელ ხაიშის საჯარო სკოლა
მისამართი: მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხაიში

პროგრამა აგრეთვე ჩაატარებს ონლაინ საინფორმაციო სესიას 2024 წლის 9 თებერვალს, 13:00 საათზე. ონლაინ სესიაზე დასწრების მსურველმა განმცხადებლებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: vkhomeriki@cnfageorgia.org. მხოლოდ დარეგისტრირებულ განმცხადებლებს გაეგზავნებათ შეხვედრის ბმული.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა: 2024 წლის 7 მარტი. კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტის საშუალებით: grants@cnfageorgia.org. მოთხოვნა განაცხადების წარდგენის შესახებ მოიცავს შემდეგ დოკუმენტაციას:
** დანართი A - კონცეფციის დოკუმენტი;
** დანართი 1: ბიზნეს გეგმა;
** დანართი 2: განმცხადებლის სერტიფიცირების წერილი;
** დანართი 3: ორგანიზაციის რეგისტრაციის დოკუმენტი.


წყარო: https://www.jobs.ge/