საგრანტო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოებრ. ორგანიზაციებისთვის
წყარო: ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 21.02.2024
- საიტზე დამატებულია
- 26.01.2024
კონკურსის შესახებ:
ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) იწვევს უსაფრთხოების თემატიკაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - "უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური ზედამხედველობით" ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
საგრანტო კონკურსის მიზანია სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გაზრდა უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების გაძლიერებაში.
მნიშვნელოვანი დეტალები:
** თითოეული გრანტის მოცულობაა მაქსიმუმ 14, 000 ევრო.
** კონკურსში დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობა: 4-დან 8 თვემდე
** განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 21 თებერვალი 17:00 სთ: (თბილისის დროით)
განაცხადის წარმოდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, ელ. ფოსტაზე: grants@irc.ge
საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და შესაბამისი ფორმების შესახებ გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტები.
წყარო: https://jobs.ge/