ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000167 დასრულებული

საგრანტო კონკურსი - გარემოს დაცვა და ჰაერის დაბინძურება

წყარო: ევრო ფონდი

განაცხადის ბოლო ვადა
25.02.2019
საიტზე დამატებულია
28.01.2019

გრანტის შესახებ:

ევროპის ფონდი ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სსო-ებს საპროექტო განაცხადების წარმოსადგენად.

საგრანტო კონკურსის მიზანია სათემო ჯგუფების, სსო-ებისა და მედია საშუალებების ეფექტური ჩართულობის მხარდაჭერა გარემოს დაცვისა და ჰაერის ხარისხის კუთხით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერების, სახელმწიფო რეფორმების ადვოკატირებისა და წახალისების და გარემოს დაცვისა და ჰაერის დაბინძურების გარშემო საზოგადოებრივი ქცევის ცვლილებისა და საჯარო დისკუსიების ხელშეწყობის გზით.



განმცხადებლებმა ევროპის ფონდში სრული საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 25 თებერვლის 15:00 საათისა ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: lberdzuli@epfound.ge და გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: European Integration Grant Competition.


თანდართული ფაილი: 203215-epf-rfp.zip