მცირე და საშუალო ბიზნესის საგრანტო კონკური
წყარო: HEKS-EPER
- განაცხადის ბოლო ვადა
- 06.03.2024
- საიტზე დამატებულია
- 07.02.2024
კონკურსის შესახებ:
საერთაშორისო ორგანიზაცია "HEKS-EPER GEORGIA", ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის" ფარგლებში აცხადებს მცირე და საშუალო ბიზნესის საგრანტო კონკურსს ქვემო ქართლის სამიზნე მუნიციპალიტეტებში.
მოეწყობა საინფორმაციო შეხვედრები:
** მარნეული - 6 თებერვალი, 14:45 საათი - დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (გიორგაძის ქ.1);
** დმანისი - 7 თებერვალი, 11:45 საათი - დმანისის ახალგაზრდული ცენტრი (9 აპრლის ქუჩა #64);
** ბოლნისი - 7 თებერვალი, 14:45 საათი - ზრდასრულთა განათლების ცენტრი (სულხან-საბა ორბელიანის ქ. 197);
ასევე, დმანისის მუნიციპალიტეტში:
8 თებერვალს:
** გუგუთი - 11:30 საათზე,
** გორა - 12:30 საათზე,
** კამიშლო - 13:00 საათზე,
9 თებერვალს:
** მამიშლო - 12:00 საათზე,
** საფარლო - 12:30 საათზე,
** ანგრევანი - 13:30 საათზე,
** ტყისპირი - 14:30 საათზე,
** ირგანჩაი - 15:00 საათზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში:
12 თებერვალს:
** დარბაზი - 12:00 საათზე,
** ნახიდური - 12:30 საათზე,
** გეტა - 13:30 საათზე,
მარნეულის მუნიციპალიტეტში:
13 თებერვალს:
** მოლაოღლი - 12:00 საათზე,
** სადახლო - 13:00 საათზე,
** ახლოლალო - 13:30 საათზე,
** დამიაგიურარხი - 14:30 საათზე,
14 თებერვალს:
** ყიზილაჯლო - 12:00 საათზე,
** ჯანდარა - 13:00 საათზე,
** ქეშალო - 14:00 საათზე,
** ალგეთი - 14:30 საათზე.
შემდგომში დაემატება სხვა სოფლებიც.
შეხვედრაზე დასწრების მსურველები დაუკავშირდით პროექტის რეგიონალურ კოორდინატორს გურანდა ჭავჭავაძეს 595 674 165, guranda2025@gmail.com
კონკურსის ფარგლებში გაიცემა 20 გრანტი, სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებული მცირე და საშალო ბიზნესის გაძლიერებისთვის.
დაფინანსების განაწილება მოხდება შემდეგნაირად:
** 10 გრანტი - 5 700 ლარის ჩათვლით;
** 8 გრანტი - 5 701 ლარიდან - 14 300 ლარის ჩათვლით;
** 2 გრანტი - 28 600 ლარიდან - 50 000 ლარის ჩათვლით.
დეტალური აღწერა და ბიზნეს იდეის განაცხადის ფორმა გთხოვთ გადმოწეროთ შემდეგი ბმულიდან
გისურვებთ წარმატებას.