ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001690 დასრულებული

კონკურსი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე

წყარო: ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი

განაცხადის ბოლო ვადა
05.03.2024
საიტზე დამატებულია
23.02.2024

კონკურსის შესახებ:

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი (ძდექი) აცხადებს კონკურსს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით პროექტის - "სწრაფი რეგიონული განვითარება იმერეთსა და კახეთში" - ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მიერ შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით:

** მურსკა სობოდას რეგიონული განვითარების ცენტრი
** ბულგარეთის გენდერის კვლევითი ფონდი
** სათემო ფონდი "ლელი"
** "ქალ მეწარმეთა ფონდი"

პროექტი, ევროკავშირის "სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის" (ENPARD - Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში დაფინანსდა. პროგრამის მიზანია იმერეთსა და კახეთში (6 სამიზნე მუნიციპალიტეტში: ზესტაფონი, წყალტუბო, ვანი, ყვარელი, ლაგოდეხი, გურჯაანი) მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება, დასაქმებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, სამიზნე მუნიციპალიტეტებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ისევე როგორც მცირე ბიზნესის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა გენდერული ასპექტების გათვალისწინებით.

კონკურსის მიზანი:

საგრანტო კომპონენტი მიზნად ისახავს ექვს სამიზნე მუნიციპალიტეტში მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ეს კომპონენტი შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გააუმჯობესონ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობა.

ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ქვე-გრანტის გაცემა მოიაზრებს სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად ან/და ახალი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ფინანსური სახსრების უზრუნველყოფას.

ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ქვე-გრანტი შეიძლება გაიცეს ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც არ არის გათვალისწინებული არც სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამებით და ვერც კერძო სექტორის ინტერესებში ჯდება, თუმცა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას ან/და ხელს შეუწყობდა ადგილობრივ განვითარებას.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ თანდართულ დოკუმენტებში.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:

შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოიგზავნოს 2024 წლის 23 თებერვლის, 00:00 საათამდე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@avng.ge. ელექტრონული წერილის თემად (subject) მიუთითეთ: "ინფრასტრუქტურული პროექტი".


წყარო: https://www.jobs.ge/