პროექტი - „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“
წყარო: მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრიი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 10.03.2024
- საიტზე დამატებულია
- 23.02.2024
კონკურსის შესახებ:
საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე და ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე თანამემამულეთა დაჯილდოვების მიზნით, კონკურსში მონაწილეობითვის განაცხადების მიღება დაიწყო
პროექტი - „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“ ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) მჭიდრო თანამშრომლობით
პროექტის ერთ-ერთი მიზანია საქართველოს განვითარების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ჩართულობის წახალისება და ხელშეწყობა. მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც ადგილსამყოფელ ქვეყნებში მიაღწიეს პროფესიულ წარმატებებს და ამასთან, წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაციაში
პროგრამის თანახმად, მაღალ-პროფილური დიასპორის ნომინირება შესაძლებელია:
მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის
ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის
საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის
წლის დიასპორელი სპორტსმენი
საქართველოს უცხოელი მეგობარი
სპეციალური პრიზი
ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია 2024 წლის 19 იანვრიდან 10 მარტის ჩათვლით.
ნომინანტის წარსადგენად, გთხოვთ, ჩამოტვირთოთ და შეავსოთ ნომინანტის წარდგენის განაცხადის ფორმა: https://view.officeapps.live.com/op/view.aspx…
გთხოვთ, შევსებული ნომინაციის განაცხადის ფორმა გამოგვიგზავნოთ შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: diaspora-awards@icmpd.org
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდს: https://mfa.gov.ge/…/782127-inphormatsia-qveknis-tsinashe…
წყარო: ICMPD