საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 05.04.2024
- საიტზე დამატებულია
- 27.02.2024
კონკურსის შესახებ:
კონკურსის აბრევიატურა: OTG
კონკურსის მიზანი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის (შემდგომში - კონკურსი) მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების (მისი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას.
საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
11 მარტიდან 29 მარტის 18:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
5 აპრილის 18:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების (ამობეჭდილი ფორმით) წარდგენა ფონდის კანცელარიაში;
აპრილი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება;
აპრილი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
მაისი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;
მაისი – კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;
ივნისი - საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.
ჯგუფური კონსულტაციები:
4 მარტი , 25 მარტი - 11:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები (რეგისტრაციის ბმული გამოქვეყნდება ამავე გვერდზე, შეხვედრის წინა დღეს)
26 მარტი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს №179/ნ ბრძანება
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 26 თებერვლის N11 ბრძანება
- სამეცნიერო მიმართულების კლასიფიკატორი
- დაფინანსების წესი
- კონკურსის პირობები (დანართი 1)
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:
სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 2) - ივსება GMUS-ში
- საპროექტო წინადადება (დანართი 3)
- პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი 4) - ივსება GMUS-ში, გენერირდება და იტვირდება პროექტის რეგისტრაციისას
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5) - ივსება GMUS-ში
- პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 6) - ივსება GMUS-ში
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 7- (GEO/ENG)
- თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 8 - (GEO/ENG)
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან, პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
- ბიუჯეტის კლასიფიკატორი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის
საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 12) - ივსება GMUS-ში
- საპროექტო წინადადება (დანართი 13)
- პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი 4) - ივსება GMUS-ში, გენერირდება და იტვირდება პროექტის რეგისტრაციისას
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 16) - ივსება GMUS-ში
- პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 17) - ივსება GMUS-ში
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 7- GEO/ENG)
- პროექტში ჩართული ძირითადი და პლენარული მომხსენებლების (თუ ისინი ამავდროულად არ ატარებენ ძირითადი პერსონალის სტატუსს) თანხმობის წერილები - დანართი 14 (GEO/ENG)
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
- ბიუჯეტის კლასიფიკატორი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც კონკურსის დებულებას - მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
- დამატებითი კითხვებისათვის მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე otg@rustaveli.org.ge
კოორდინატორი:
ქეთევან გორგაძე
568 88 37 57
გისურვებთ წარმატებებს!
წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი