ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001707 დასრულებული

სამიზნე სოფლების შერჩევა

წყარო: ფონდი ტასო

განაცხადის ბოლო ვადა
02.03.2024
საიტზე დამატებულია
01.03.2024

კონკურსის შესახებ:

"ფონდი ტასო" და "გაეროს ქალთა ორგანიზაცია" (UN Women), "ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში (II ფაზა)" პროექტის ფარგლებში სამიზნე სოფლების შერჩევას იწყებს!

სოციალური მობილიზაციის კომპონენტი მიზნად ისახავს ღარიბი და მოწყვლადი ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას შემოსავლის შესაძლებლობის მიღებისა და განათლების გზით. პროექტი განხორციელდება შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში.

რას გვთავაზობს პროექტი?

სამიზნე თემთა შერჩევა სოციალური მობილიზაციის პროგრამის განსახორციელებლად: პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრების ორგანიზება რეგიონებში; თვითდახმარების ჯგუფების ჩამოყალიბება და განვითარების ხელშეწყობა; სათემო მუშაკების შერჩევა და პროექტში დასაქმება.

საგანმანათლებლო სესიები და უნარების განვითარების პროგრამა: ტრენინგ-სემინარების ორგანიზება გენდერულ თანასწორობასა და ქალთა უფლებებზე, სოციალური მობილიზაციის მნიშვნელობასა და თემის ჩართულობაზე. სოფლად მცხოვრები ქალებისთვის და ახალგაზრდებისთვის ჩატარდება სამეწარმეო უნარების განვითარების პროგრამა, დასაქმებისა და თვითდასაქმებისთვის საჭირო უნარების სწავლება. მათ შორის ყურადღება მიექცევა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ქალებისა და გოგოების მონაწილეობის ხელშეწყობას, რაც მათ შემდგომ დასაქმებას შეუწყობს ხელს.

საგრანტო პროგრამა: პროგრამა ითვალისწინებს მოწყვლადი ქალების/ოჯახების ეკონომიკურ გაძლიერებას, განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს ამ ქალების მონაწილეობაზე აგროტურიზმსა და მასთან დაკავშირებულ ღირებულებათა ჯაჭვში. ასევე, ითვალისწინებს ქალთა წარმატებულ მონაწილეობას სხვა დონორთა გრანტგამცემ პროგრამებში, მცირე საგრანტო მხარდაჭერას ქალებისა და გოგოებისთვის, რომლებსაც პროფესიული განათლების მიღება სურთ.

წარმოდგენილი განაცხადით ფონდი ტასო შეაგროვებს პირველად ინფორმაციას პროექტის სამიზნე რეგიონებში სოციალური მობილიზაციის კომპონენტისთვის სოფლების/თემების შესარჩევად.
ვის შეუძლია განაცხადის შევსება?

განაცხადის შევსება შეუძლია ყველა აქტიურ მოქალაქეს, თემის ლიდერ ქალს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელსაც მიაჩნია, რომ მის მიერ მითითებულ თემში/სოფელში:

** ფონდი ტასოს მიერ საქმიანობის წამოწყება საუკეთესო იქნება იქ მცხოვრები ქალებისა და გოგოებისთვის, მათი განათლებისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის;
** სოციალური მობილიზაციის მეთოდოლოგიით მუშაობისთვის არის ადამიანური რესურსი, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს მათ;
** არის პოტენციალი აგროტურისტული მიმართულების განვითარებისთვის;
** არის საჭიროება საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამებში ახალგაზრდა ქალებისა და გოგოების მონაწილეობისთვის, მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის კუთხით.

უპირატესობა მიენიჭება იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტით გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და ფონდს ტასო არ უმუშავიათ ამ დრომდე.

განაცხადის წარმოდგენისთვის ისარგებლეთ თანდართული დოკუმენტით.

ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენ მიერ შევსებული განაცხადის ფორმა გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tasofoundation.grants@gmail.com

კონსულტაციის და კითხვების შემთხვევაში: 595 427252, ქეთევან ჟორდანია.

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 2 მარტი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტი წარმოადგენს პროექტის "კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის" ნაწილს (II ფაზა), რომელსაც ახორციელებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით.


წყარო: https://jobs.ge/