ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001713 დასრულებული

საგრანტო კონკურსი სტრატეგიული სამართალწარმოებისთვის

წყარო: USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა

განაცხადის ბოლო ვადა
05.04.2024
საიტზე დამატებულია
12.03.2024

კონკურსის შესახებ:

"USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა" არის ხუთწლიანი (2022-2026) პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). პროგრამის მიზანია საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეებისა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.

"USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა" აცხადებს საპროექტო წინადადების კონკურსს, რომელიც სტრატეგიული სამართალწარმოების მეშვეობით ხელს შეუწყობს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას. პროგრამა ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციების სტრატეგიულ სამართალწარმოებას შემდეგ საკითხებზე: გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება; მედია და ჟურნალისტები; სამართლიანი სასამართლოს უფლება; გარემოსდაცვითი უფლებები; ქალთა მიმართ ძალადობისა და სექსუალური შევიწროებისგან დაცვა; ბავშვის უფლებები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები; ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისა და ლგბტქია+ თემის უფლებები.

საკონკურსო პირობების შესახებ სრულ ინფორმაციას (განაცხადის და ბიუჯეტის ფორმებთან ერთად) შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 5 აპრილი, 2024 წელი. შუაღამე (ქართული დროით).


წყარო: https://jobs.ge/