ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001723 დასრულებული

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის კონკურსი - “ქალები მეცნიერებაში“

წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

განაცხადის ბოლო ვადა
12.04.2024
საიტზე დამატებულია
18.03.2024

კონკურსის შესახებ:

ფონდი აცხადებს 2024 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის კონკურსს - “ქალები მეცნიერებაში“ - განსაკუთრებული მიღწევებისათვის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით

აბრევიატურა WST

კონურსის მიზანი

კონკურსის მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით მოღვაწე გამორჩეულად წარმატებული მეცნიერი ქალი.

საკონკურსო განაცხადის ტიპი: ინდივიდუალური

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

2024 წლის 19 მარტიდან - 8 აპრილის 18:00 საათამდე - განაცხადების რეგისტრაცია ელექტრონულ ბაზაში - http://gmus.rustaveli.org.ge

2024 წლის 12 აპრილის 18:00 საათამდე - ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა;

აპრილი- ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული განაცხადების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი განაცხადების მოხსნის შესახებ;

მაისი-ივნისი - საკონკურსო განაცხადების შეფასება; გამარჯვებულის გამოვლენა.

ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა:

29 მარტი - 11:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 12 მარტის N25 ბრძანება

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

  • კონკურსის პირობები (დანართი N1)
  • კრებსითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ (დანართი N2, ივსება GMUS-ში)
  • სამოტიცაციო წერილი (დანართი N3, იტვირთება GMUS-ში)
  • პროფესიული ბიოგრაფია (დანართი N4, გენერირდება GMUS-დან და იტვირთება რეგისტრაციისას)
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • განაცხადის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ ფონდი გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაცია;
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზეwst@rustaveli.org.ge

კონკურსის კოორდინატორი:

ქეთევან გორგაძე

ელექტრონული ფოსტა: wst@rustaveli.org.ge

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!


წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი