ინოვაციების და გამოწვევების საგრანტო პროგრამა
წყარო: USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა
- განაცხადის ბოლო ვადა
- 26.04.2024
- საიტზე დამატებულია
- 26.03.2024
კონკურსის შესახებ:
USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს „ინოვაციების და გამოწვევების გრანტებზე“. კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო მოძრაობების, პროფესიული ასოციაციებისა და მოქალაქეთა არარეგისტრირებული გაერთიანებების ინიციატივებს, რომლებიც მიმართული იქნება მოქალაქეთა ჩართულობის ან/და სათემო აქტივიზმის გაზრდისკენ.
ამ კონკურსის ფარგლებში გაიცემა რვა გრანტი.რეგისტრირებული სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გასაცემი გრანტების ბიუჯეტი $10,000-დან $30,000-მდეიქნება, ხანგრძლივობა კი 12 თვემდე. მოქალაქეთა არარეგისტრირებული გაერთიანებებისთვის გასაცემი გრანტების ბიუჯეტი $10,000-მდე და ხანგრძლივობა – 6 თვემდე.
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება 11 აპრილს.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა – 2024 წლის 26 აპრილი.
დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსზე, სააპლიკაციო ფორმა და ბიუჯეტის ნიმუში ჩამოტვირთეთ:
ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსი – მარტი 2024
საკონკურსო დოკუმენტები ინგლისურ ენაზე – Innovation and Challenge Grants Contest – ENG
საკონკურსო დოკუმენტები აზერბაიჯანულ ენაზე – ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსი- AZE
საკონსურსო დოკუმენტები სომხურ ენაზე – ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსი – ARM