ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001744 დასრულებული

ფესტივალების საგრანტო კონკურსი

წყარო: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

განაცხადის ბოლო ვადა
30.04.2024
საიტზე დამატებულია
04.04.2024

კონკურსის შესახებ:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ჩასატარებელი ფესტივალების საგრანტო კონკურსი" გამოცხადდა, რომლის მიზანია:

ა)კულტურისა და ხელოვნების სფეროების განვითარებაზე ორიენტირებული ფესტივალების მხარდაჭერა;

ბ)უნიკალური, ავთენტური, კონკურენტუნარიანი კულტურის ღონისძიებების მხარდაჭერა;

გ)კულტურის პოტენციალის წარმოჩენა და რეგიონის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება;

დ)რეგიონის ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაცია.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს 2024 წლის 25 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, გარდა სახელმწიფოს ბიუჯეტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ან მუნიციპალურ დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციისა.

საგრანტო განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით (PDF ფორმატით) და გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: culturemoecs@gmail.com.

ფესტივალი უნდა განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ჩასატარებელი ფესტივალების საგრანტო კონკურსის 2024 წლის სრული ბიუჯეტი განსაზღვრულია 600 000 ლარით. ერთი ფესტივალის განხორციელებისათვის გრანტი გაიცემა არაუმეტეს 80 000 ლარის ოდენობით.

პროექტის დოკუმენტები იხილეთ ბმულზე


წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი