საგრანტო პროგრამა ტურიზმის ინდუსტრიისთვის
წყარო: USAID-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ტურიზმის პროგრამა
- განაცხადის ბოლო ვადა
- 18.06.2024
- საიტზე დამატებულია
- 14.05.2024
კონკურსის შესახებ:
USAID-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ტურიზმის (SCRT პროგრამა) სამ წლიანი პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. პროგრამის მიზანია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ტურიზმის განვითარება, რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობით.
SCRT პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ტურიზმის ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის ამაღლება.
საგრანტო პროგრამა ხელს შეუწყობს ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში ტურიზმით დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობასა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებას.
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით შეკითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ ელფოსტაზე: info@sctourism.org.
ასევე, დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები. საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს: https://jeaustin.zoom.us/j/84243853233?pwd=b3FaN3VrYxRAf5aK7vHVFHbvtOOMPq.1
შეხვედრის ს/კ: 842 4385 3233
პაროლი: 215297
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://drive.google.com/drive/folders/1G35V6D6Gc1g0KboAMM21vl-zUNV2ujXf
საგრანტო კონკურსის დასრულების თარიღია 2024 წლის 18 ივნისი.
წყარო: https://jobs.ge/