შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2024 წლის საგრანტო კონკურსი
წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 14.08.2024
- საიტზე დამატებულია
- 21.07.2024
კონკურსის შესახებ:
ონკურსის სახელწოდება
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსი
კონკურსის აბრევიატურა: UO GSP
კონკურსის მიზანი
ა) საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე;
ბ) ახალგაზრდა მკვლვართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში;
გ) საქართველოსა და რეგიონის შემსწავლელი თანამედროვე კვლევების გამოყენებით თანამშრომლური კონტაქტებისა და კვლევითი კონსორციუმების ჩამოყალიბება, მრავალმხრივი, მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
საპროექტო განაცხადის ტიპი ინდივიდუალური
კონკურსის ძირითადი პირობები
- კონკურსის ფარგლებში ფინანსდება კვლევითი პროექტები ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების განყოფილებისყველა სამეცნიერო მიმართულებაში, რომელიც ეხება საქართველოს: ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, ხელოვნება, რელიგია, საზოგადოება და კულტურა, ასევე, ბოდლეინის ბიბლიოთეკაში, ოლივერ და მარჯორი უორდროპების კოლექციის კვლევას.
- კონკურსის შედეგად შესაძლოა დაფინანსდეს 2 კვლევითი პროექტი, ერთი პროექტი - სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და მეორე პროექტი - ბოდლეინის ბიბლიოთეკის არქივში ოლივერ და მარჯორი უორდროპების კოლექციაზე მუშაობისათვის.
- სოციალური და ჰუმანიტარული კვლევების მიმართულებით კონკურსში პროექტი უნდა წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქე, ფიზიკურმა პირმა, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა საგრანტო პროექტის დაწყებამდე ( 2025 წლის იანვარი), არაუადრეს 2018 წლის იანვარისა, ხოლო უორდროპის კოლექციების კვლევების მიმართულებით - საქართველოს მოქალაქე, ფიზიკურმა პირმა, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
- თითოეული კვლევითი პროექტისთვის ფონდის საგრანტო დაფინანსება შეადგენს 30 000 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარში.
- საგრანტო დაფინანსება მოიცავს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:
ა) მიწვეული მკვლევრის სტიპენდიას - 20 000 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარში;
ბ) პროექტის განხორციელების ადმინისტრაციულ ხარჯს - 10 000 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარში.
კონკურსის ადმინისტრირება:
- პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია – 2024 წლის 8 ივლისი - 8 აგვისტო 17:00 საათამდე;
- ფონდის კანცელარიაში განცხადების წარმოდგენა – 2024 წლის 14 აგვისტო 17:00 საათამდე;
- რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენა
- პროექტების შეფასება ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი კომისიის მიერ (საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასება, გასაუბრება)
- კომისიის შეფასების საფუძველზე გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება
- საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება;
ჯგუფური ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა: შეხვედრა გაიმართება ონლაინ ფორმატში, Teams პლატფორმის საშუალებით, მიმდინარე წლის 18 ივლისს , 11:00 საათზე.
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 ნოემბრის №156 ბრძანება;
- ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 8 ივლისის ბრძანება №107 კონკურსის გამოცხადების შესახებ
- ფონდსა და ოქსფორდის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული შეთანხმება;
პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები
- კონკურსის პირობები - დანართი 1
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ივსება GMUS-ში, ნიმუში - დანართი 2
- საპროექტო წინადადება - დანართი 3 (GEO/ENG)
- მიწვეული მკვლევრის პროფესიული ბიოგრაფია (CV) - ნიმუში - დანართი 4
ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის ბმული
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია ბმული:
კოორდინატორი:
თუთა შენგელია
ტელ: 579 297 979
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!
წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი