საგრანტო კონკურსი თემატური სიუჟეტების მომზადებაზე
წყარო: ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 06.08.2024
- საიტზე დამატებულია
- 25.07.2024
კონკურსის შესახებ:
ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) იწვევს მედია ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს და ჟურნალისტებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - "უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური ზედამხედველობით" ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
დასახელება: საგრანტო კონკურსი საგამოძიებო/თემატური სიუჟეტების მომზადებისათვის
მნიშვნელოვანი დეტალები:
თითოეული გრანტის მოცულობაა მაქსიმუმ 14, 000 ევრო.
კონკურსში დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობა: 2-დან 4 თვემდე
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 6 აგვისტო, 17:00 სთ: (თბილისის დროით)
განაცხადის წარმოდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, ელ. ფოსტაზე: grants@irc.ge
საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და შესაბამისი ფორმების სანახავად, გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტებს.
წყარო: https://jobs.ge/