ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000307 დასრულებული

საგრანტო პროგრამა - ხილისა და ბოსტნეულის საშრობი საწარმოები

წყარო: USAID Zrda Activity

განაცხადის ბოლო ვადა
17.05.2019
საიტზე დამატებულია
20.04.2019

საგრანტო პროგრამა :

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი "Zrda" არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; და, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით.

პროექტი "Zrda" აცხადებს საგრანტო პროგრამას ხილისა და ბოსტნეულის საშრობი საწარმოების მოწყობის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 17 მაისი, 2019 წ.


წყარო : https://jobs.ge