ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000311 დასრულებული

იდეების კონკურსი

წყარო: ორბელიანი საქართველო

განაცხადის ბოლო ვადა
20.05.2019
საიტზე დამატებულია
01.05.2019

კონკურსის შესახებ:

გაწუხებს შენი ქალაქის პრობლემები? გინდა შეცვალო რუსთავის და რუსთაველების ცხოვრება უკეთესობისკენ?

** თუ გაქვს დრო, ენერგია, კრეატივი და იდეა,
** თუ ხარ ბლოგერი, IT სპეციალისტი, არქიტექტორი, სტუდენტი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, საჯარო მოხელე, მხატვარი, დიზაინერი, მეწარმე თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქე,
** თუ არ გინდა გულხელდაკრეფილი ელოდო, როგორ იცვლება შენი ქალაქის ქუჩები, უბანი, სკოლა, ბაღი, პარკი და ახალგაზრდების ცხოვრება,

მაშინ შენ თვითონ შეცვალე რუსთავი!

"ორბელიანის" და რუსთავის ინოვაციების ჰაბის ერთობლივი კონკურსი, რუსთავის მერიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი დაფინანსებით, იწყება!

წარმოადგინე, შენი იდეა, რა გინდა შეცვალო რუსთავში "ორბელიანის" ონლაინ პლატფორმაზე და როგორ მოახერხებ ამას. შენს იდეას საკონკურსო ჟიური განიხილავს. გამარჯვების შემთხვევაში მიიღე ნივთები/დაფინანსება შენი იდეისთვის!

** განავითარე შენი იდეა დარგის ექსპერტების და თანამოაზრეების დახმარებით;
** განახორციელე იდეა, გახდი პოპულარული, გაუზიარე წარმატებას სხვებს!
** წლის ბოლოს, გახდი საუკეთესო პროექტის გამარჯვებული და მიიღე დამატებით პრიზი!

ეკოლოგია, გამწვანება, ტრანსპორტი და მობილობა, განათლება და ახალგაზრდების ჩართულობა, ურბანული სივრცის განვითარება თუ კულტურა. რას ეხება შენი იდეა?

კონკურსის მთლიანი ბიუჯეტია 50,000 ლარი. გამოვლინდება 10 გამარჯვებული იდეა!

თუ შენი იდეა ინოვაციურობით გამოირჩევა და მისი მასშტაბები წამოდგენილ ბიუჯეტს სცდება, ნუ დაიხევ უკან. წარმოადგინე შენი იდეა და შესაბამისი ბიუჯეტი, თქვენს იდეას რუსთავის მერია და კერძო სექტორი განიხილავს.

რუსთავი ინოვაციების და ექსპერიმენტების ქალაქია. შემოუერთდი ინოვაციურ მოძრაობას და ინოვაციურ ადამიანებს! შეცვალე რუსთავი!

შეავსე განაცხადი "ორბელიანის" ონლაინ პლატფორმაზე http://app.orbeliani.net. იდეების წარდგენის ბოლო ვადაა 20 მაისი.

გაიგე მეტი კონკურსის შესახებ "ორბელიანის" ფეისბუქ გვერდის მეშვეობით: https://www.facebook.com/OrbelianiGeorgia

კითხვებისთვის მიწერეთ პროგრამის კოორდინატორს, ნინო გიორგაძეს, ელ-ფოსტით: nino@orbeliani.net


წყარო : http://jobs.ge