ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000414 დასრულებული

კონკურსი ციფრული მარკეტინგული კამპანიის განხორციელებაზე

წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

განაცხადის ბოლო ვადა
20.05.2019
საიტზე დამატებულია
06.05.2019
მიმართულება: სხვა

კონკურსის შესახებ:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ინტერესთა გამოხატვას შემდეგ საკონსულტაციო მომსახურებაზე: სტარტაპ და ინოვაციური თანადაფინანსების პროგრამების ციფრული მარკეტინგული კამპანიის განხორციელება.

თანადაფინანსების გრანტების მიზანია საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

ციფრული მარკეტინგული კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს პროგრამის შესახებ ცნობიერების გაზრდას საგრანტო კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 20 მაისი, 2019 წ.

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში .


წყარო : http://jobs.ge