კონკურსი სასათბურე მოწყობილობის შეძენაზე
წყარო: USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა
- განაცხადის ბოლო ვადა
- 19.07.2019
- საიტზე დამატებულია
- 07.07.2019
კონკურსის შესახებ:
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME)1 შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მემცენარეობის სექტორში მოქმედი ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის და საწარმოო კლასტერებისთვის, ასევე, ასოციაციებისა და მომსახურების/ინფორმაციის/კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.
პროექტის აქტივობების ფარგლებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას სურს შეიძინოს ბაზოწარმომქმნელი, მულჩირების დანადგარი და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მილის მონტაჟი; სათბურის ფირი (2 ცალი 180 მიკრონიანი და 2 ცალი 160 მიკრონიანი სასათბურე ფირი); მზისგან დამცავი ბადე; სათბურის ვენტილატორი (4 ერთეული); სამფაზიანი ელექტრო წყლის პომპა და წვეთოვანი სარწყავი სისტემა, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს გრანტიორის არსებული ბიზნეს საქმიანობა. ამ განაცხადის მიზანია აღწერილი ნივთებისთვის შეთავაზებების მოთხოვნა.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა შერჩეულ მომწოდებელთან გააფორმებს ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულებას.
სავარაუდოდ, ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულების გაცემა მოხდება 2019 წლის 31 ივლისამდე.
საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის სასურველი დროა არაუგვიანეს 2019 წლის 14 აგვისტოსი.
მიწოდების ადგილი: სოფელი გურიფული, ხობის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, საქართველო.
სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში.
შეთავაზებების წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2019 წლის 19 ივლისის 17:00 საათისა.
წყარო : http://jobs.ge