ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000501 დასრულებული

სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა

წყარო: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

განაცხადის ბოლო ვადა
06.09.2019
საიტზე დამატებულია
29.08.2019
კონკურსის შესახებ:

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია : აცხადებს კონკურსს

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში

M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (მიკროავტობუსები)

ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის

ნებართვის მაძიებელთათვის

·ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტოსაშუალებებით (მიკროავტობუსები) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისმაძიებელთა კონკურსში მონაწილეთა განცხადებების მიღება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, იწარმოებსქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში 2019 წლის 5 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით დილის09:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე, მისამართზე: ქ. ბათუმი, ლ.ასათიანის ქ. N25;

·ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის N50 დადგენილების მე–8 მუხლის შესაბამისად,საკონკურსო კრიტერიუმების მიხედვით, M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მიკროავტობუსის) მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შეფასება მოხდება შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, გოგოლის ქ. N1 (ავტოსადგურ „მეტროს“ ტერიტორიაზე) 2019 წლის 12 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, დილის 10:00 სთ-დან საღამოს 17:00 სთ-მდე. აღნიშნულ პერიოდში კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებელ პირებს დამატებით, ზუსტად ეცნობებათ მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შეფასების დროის განრიგი სამარშრუტო ხაზებისმიხედვით.

·კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://batumi.ge/ge/?page=show&sec=48