ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000502 დასრულებული

მწვანე ბიზნეს იდეების გლობალური კონკურსი

წყარო: ClimateLaunchpad

განაცხადის ბოლო ვადა
08.09.2019
საიტზე დამატებულია
30.08.2019

კონკურსის შესახებ:

გაქვს მწვანე ბიზნეს იდეა?
გაინტერესებს მეწარმეობა და ამავე დროს კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება?

"ClimateLaunchpad" არის მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური მწვანე ბიზნეს იდეების გლობალური სამეწარმეო პროგრამა და კონკურსი, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით 50-ზე მეტი ქვეყანა იღებს მონაწილეობას, წელს პირველად კი საქართველოც შეუერთდა მას.

"ClimateLaunchpad"-ის მიზანია კლიმატის ცვლილებების პრობლემის მოგვარების ხელშეწყობა მეწარმეობისა და ინოვაციების გზით. სწორედ ამიტომ, "ClimateLaunchpad" ეძებს იდეებს, სპეციალურად შემუშავებული საერთშორისო პროგრამით ატრენინგებს და ასწავლის იდეის ავტორებსა და ანტრეპრენერებს, როგორ აქციონ საკუთარი იდეები გლობალურ ბიზნესად და აძლევს საშუალებას მიიღონ მონაწილეობა გლობალურ კონკურსში, სადაც შესაძლებლობა აქვთ მოიგონ ფულადი პრიზები და საერთაშორისო აქსელერატორში მოხვედრის შანსი.

"ClimateLaunchpad" შედგება 3 ძირითადი ეტაპისგან:

1. 2 დღიანი ინტენსიური ბუთქემფი საერთაშორისო ექპერტთან Ron Bloemers-თან ერთად (Linkedin: www.linkedin.com/in/ron-bloemers-5191a28/), 14-15 სექტემბერი 2019, თბილისი.

2. ქოუჩინგი და ეროვნული ფინალი:

** 6 ინტენსიური ქოუჩინგ სესია, 15 სექტემბერი-14 ოქტომბერი 2019, თბილისი. კვირაში ერთახელ ან ორჯერ 2-3 საათიანი შეხვედრა.
** ეროვნული ფინალი პიჩინგში - 15 ოქტომბერი 2019, (სავარუდო თარიღი) თბილისი.

3. გლობალური გალა ფინალი, 14-15 ნოემბერი 2019, ამსტერდამი, ჰოლანდია.

აპლიკაციის გასაკეთებლად საჭიროა გქონდეთ იდეა, ხოლო პროგრამის განმავალობაში დაგეხმარებიან მის დახვეწაში და ბიზნეს იდეად ჩამოყალიბებაში. აპლიკაციის გასაკეთებლად საჭიროა შეავსოთ ონლაინ განაცხადის ფორმა 2019 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით. განაცხადის ფორმა: www.climatelaunchpad.org/application-form/

ინფორმაცია სრულად იხილეთ ინგლისურ ენაზე, თანდართულ დოკუმენტში: https://drive.google.com/file/d/1cwnGZghY6Svtf8WwVP38dJp60aeMUykF/view?usp=sharing

საკონტაქტო ინფორმაცია:
თეა მხეიძე, ClimateLaunchpad National Lead in Georgia
georgia@climatelaunchpad.org
www.fb.com/CLPGeorgia/
www.climatelaunchpad.org


წყარო : http://jobs.ge