პროექტი სამართლის და პოლიტიკის სკოლა შშმ პირებისათვის
წყარო: სამართლისა და თანასწორობის ცენტრი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 07.09.2019
- საიტზე დამატებულია
- 02.09.2019
პროექტის შესახებ:
ა(ა)ი.პ "სამართლისა და თანასწორობის ცენტრი" წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებულ არასამეწარმეო, არაკომერციულ, იურიდიულ პირს. რომლის მიზანია განათლების და სოციალური პროგრამების დონის ამაღლება. ადამიანის უფლებების და თანასწორობის პრინციპის დაცვა არის ორგანიზაციის მთავარი გამოწვევა და ამ მიზნით ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობებს, როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
ა(ა)ი.პ "სამართლისა და თანასწორობის ცენტრის" განხორციელებული ან მომავალში განსახორციელებელი პროექტების მიზანია პირთა ჯგუფების ცნობიერების და კვალიფიკაციის ამაღლება, როგორც უშუალოდ ტრენინგ-სემინარების გამართვის გზით, აგრეთვე სხვადასხვა რეკომენდაციული ხასიათის სახელმძღვანელოს შემუშავებით და დანერგვით.
ა(ა)ი.პ "სამართლისა და თანასწორობის ცენტრი" იწყებს განაცხადების მიღებას პროექტში სამართლის და პოლიტიკის სკოლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის
ტრენინგები 21 სექტემბრიდან - 24 ნოემბერი (კვირაში ორჯერ, შაბათს და კვირას)
ტრენინგის - სემინარის მიზანია მოხდეს შშმ პირების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში გააქტიურება და მათი საჭიროებების და ინტერესების პირადად მათი მხრიდან წარმოჩენა და გადაწყვეტილების მიღებაში მათი ჩართულობა და მონაწილეობა.
სამი თვის მანძილზე (სექტემბერი - ნოემბერი) მოხდება 22 (სალექციო/ტრენინგ დღე) შეხვედრა, სადაც ტრენერების და ექსპერტების მიერ მოხდება საუბარი ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიც არის:
** საქართველოს კონსტიტუცია, დემოკრატიული სახელმწიფო და სახალხო სუვერენიტეტი
** სოციალური სახელმწიფოს პრინციპი და ეკონომიკური თავისუფლება
** ადამიანის ძირითადი უფლებები და საქართველოს მოქალაქეობა
** არჩევნები - პოლიტიკაში მონაწილეობის საშუალება
** უნივერსალური დიზაინი - უფლებები, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება
** საქართველოს სახელმწიფო მოწყობა და მმართველობის ორგანოები.
** სახელმწიფო ფინანსები და თავდაცვა
** სამხედრო და სპეციალურ სამსახურებზე სამოქალაქო-პოლიტიკური (დემოკრატიული) კონტროლი
** სახელმწიფოთა ტერიტორიული მოწყობის ფორმები. ქართული პრობლემები და შესაძლებლობები
** პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიები და მათი როლი ქართულ პოლიტიკაში
** მართლმსაჯულება და საკონსტიტუციო კონტროლი
და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. (ჯამში 20 თემა).
ტრენინგ-სემინარს გაუძღვებიან საქართველოში აღიარებული ტრენერები და წამყვანი ექსპერტები და დარგის სპეციალისტები.
ტრენინგ-სემინარში მონაწილეობა შეუძლია 18 -დან 40 წლამდე ასაკის აქტიური სტატუსის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს.
აპლიკანტების შერჩევისას შეიძლება დაბარებული იყვნენ გასაუბრებაზე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, ელ. ფოსტაზე: leccentergeorgia@gmail.com წარმოადგინოთ CV და სამოტივაციო წერილი
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 7 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: leccentergeorgia@gmail.com
ან FB გვერდზე: Law and Equality Center - სამართლისა და თანასწორობის ცენტრი
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ააიპ საერთაშორისო განათლებისა და გლობალური კავშირების ასოციაციას" მხრიდან დამუშავდება თქვენი შერჩევის, მათ შორის დამსაქმებლებთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ პროექტში, პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე; ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური პროექტისათვის
წყარო : http://jobs.ge