ტენდერი საგრანტო კონკურსის საპროექტო წინადადების შეფასებაზე
წყარო: Caritas Czech Republic
- განაცხადის ბოლო ვადა
- 24.09.2019
- საიტზე დამატებულია
- 12.09.2019
კონკურსის შესახებ:
ტენდერი საგრანტო კონკურსის სრული საპროექტო წინადადებების შეფასებაზე
"სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში" პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი" საქართველოში, გამოცხადებული სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის დაახლოებით 100-120 სრული საპროექტო წინადადებების გარე შეფასება.
სამუშაოს სავარაუდო ხანგრძლივობა: ერთი თვე (მოსამზადებელი სამუშაოები, 25 დღე სრული საპროექტო წინადადების შეფასებისათვის. დაახლოებით 100-120 სრული საპროექტო წინადადების შეფასება მოკლე აღწერის და შეფასების კრიტერიუმების მიხედვით).
სამუშაოს მიზანი: შესასრულებელი სამუშაოს მიზანია გამოავლინოს სოფლის განვითარების მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები ხულოს მუნიციპალიტეტში.
მომსახურების აღწერა: შერჩეულმა მომწოდებელმა უნდა უნდა შეაფასოს სრული საპროექტო წინადადებები და მიაწოდოს კომენტარები შეფასების ფორმის მიხედვით:
** აპლიკაციის ფორმა (დანართი 1 _ ტექსტური ფორმა, დანართი 2 _ ბიუჯეტის ფორმა) და შეფასების ფორმა (დანართი 3 _ შეფასების ფორმის სამუშაო ვერსია, დანართი 4 _ შეფასების ფორმა) იხილეთი მიმაგრებულ ფაილების სახით.
** სრული საპროექტო განაცხადის შეფასება ძირითადად უნდა გამომდინარეობდეს შეფასების კრიტერიუმების და მინიჭებული წონების მიხედვით.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდლება ბიზნეს პროექტების შეფასებებში (შეფასებების და შესრულებული სამუშაოების სია უნდა მიეწოდოს დამკვეთს);
** ქართულად გამართული წერითი და საკომუნიკაციო უნარი;
** კარგი ანალიტიკური მსჯელობის და შეფასების უნარი;
** ბიუჯეტის ფორმების გაგებისა და შეფასების უნარი (ამ სფეროში მიღებული საგანმანათლებლო ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
** სოფლის და რეგიონული განვითარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** აჭარის რეგიონში მუშაობის გამოცდილება;
პრეტენდენტის მიერ მოწოდებული შემოთავაზება უნდა შეიცავდეს:
** გამოცდილებისა და შესრულებული სამუშაოების აღწერა;
** შემოთავაზებული მომსახურება და მისი ფასი;
** პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაოების და ხელშეკრულებების სია;
გამოცდილებისა და შესრულებული სამუშაოების აღწერა უნდა შეიცავდეს:
** საკონტაქტო პირის ან ორგანიზაციის შესახებ მოკლე ინფორმაციას.
** საკონტაქტო პირის განათლების შესახებ მოკლე ინფორმაცია/ორგანიზაციის აღწერა (სამუშაო სფერო და ოპერირების წლები).
** ორგანიზაციის/პირის გამოცდილების აღწერა.
შემოთავაზებული მომსახურება და მისი ფასის აღწერა უნდა შეიცავდეს:
** შემოთავაზებული მომსახურების აღწერა;
** მომსახურების საერთო ფასი ან ერთი სრული საპროექტო წინადადების შეფასების ფასი.
შერჩევის კრიტერიუმები:
** შემოთავაზებული ფასი (50%)
** დადასტურებული გამოცდილება (25%)
** შემოთავაზებული მომსახურება (25%)
შერჩეულ შემფასებელთან ხელშეკრულება გაფორმდება შერჩევის შემდეგ.
პრეტენდენტის მიერ შემოთავაზების მოწოდების ბოლო ვადაა 2019 წლის 24 სექტემბერი.
მომსახურების მაქსიმალური ღირებულებაა 6 000 ლარი.
შეთანხმებული თანხა უნდა შეიცავდეს შემფასებლის ანაზღაურებას, ასევე შეფასების პროცესში წარმოქმნილ ხარჯებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებსა და გადასახდელებს. შემოთავაზებული ფასი არ შეიძლება გაიზარდოს.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში მიაწოდებს შემფასებელ ყველა საჭირო ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, რაც საჭიროა სრული საპროექტო გაანცხადების შეფასების პროცესში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი შემოთავაზებები მეილზე: info.enpard.khulo@caritas.cz 2019 წლის 24 სექტემბრის 18:00 საათამდე.
დაგვიანებული ან არასრული წინადადებები არ მიიღება. გამოგზავნილი შემოთავაზების შემდეგ მიიღებთ დასტურის მეილს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 557 68 62 49
სრული ინფორმაცია იხილეთ დანართში.
წყარო : http://jobs.ge