GWC-WASH 2 საგრანტო კონკურსი
წყარო: CENN
- განაცხადის ბოლო ვადა
- 03.10.2019
- საიტზე დამატებულია
- 19.09.2019
გრანტის შესახებ:
პროექტის, "WASH ინიციატივა საქართველოში სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისათვის" მიზანია, საქართველოს სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი მრავალეთნიკური თემების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. პროექტის კონკრეტული მიზნებია მრავალეთნიკურ სოფლის თემებში ქალებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის გაზრდა, წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) სტანდარტების დანერგვა და ცნობიერების ამაღლება წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე.
საგრანტო კონკურსის მიზანი: საგრანტო კონკურსის მიზანია, სოციალურად დაუცველ თემებში და სამიზნე ობიექტებში (სკოლები და საბავშვო ბაღები) სასმელ წყალზე, სანიტარიისა და ჰიგიენის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მცირე ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების გზით.
საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია:
** ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური კეთილდღეობა;
** განათლება და ცნობიერების ამაღლება;
** მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;
** ბუნებრივი რესურსების მართვა (მაგ.: წყალშემკრები აუზი, ნარჩენების მართვა და სხვ).
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს, საქართველოში რეგისტრირებულ შემდეგ სუბიექტებს:
** არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებს (არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია, ფონდი და ა.შ);
** სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებული თვითმართველობის საჯარო სამართლის იურიდიული პირებს;
** სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებული კულტურულ/საგანმანათლებლო ორგანიზაციებს;
** საინიციატივო ჯგუფებს.
დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ცალკეული ინიციატივისთვის შეადგენს - 2, 500 ამერიკულ დოლარს, ხოლო მინიმალური 500 ამერიკულ დოლარს.
განმცხადებლებს არ მოეთხოვებათ ფულადი თანამონაწილეობა.
პროექტები, რომლებიც ითვალისწინებენ წყლის გაყვანას, აუცილებელია მათ ბიუჯეტებში გათვალისწინებული იქნეს წყლის ტესტის ანალიზი შემდეგზე: დარიშხანი, ფტორი, ნაწლაური ჩხირი (E. Coli) და ნიტრატი
დონორი ორგანიზაცია იტოვებს უფლებას გამარჯვებული პროექტების განხორციელების ეტაპზე, ხარჯთ-ეფექტურობის მაქსიმიზაციის და ოპტიმიზაციის მიზნით შეისყიდოს და გადასცეს ძირითადი საშუალებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბენეფიციარს.
განაცხადები წარდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2019 წლის 3 ოქტომბრისა (18:00 სთ), ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: vakho.kochoradze@cenn.org
დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.
საგრანტო სახელმძღვანელო, საგრანტო განაცხადის ფორმა და ბიუჯეტი იხილეთ დანართში.
წყარო : http://jobs.ge