ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000540 დასრულებული

ტენდერი ორგანიზაციის ფინანსური აუდიტის ჩატარებაზე

წყარო: ბიომაპასი

განაცხადის ბოლო ვადა
30.10.2019
საიტზე დამატებულია
27.09.2019

ტენდერის შესახებ:

შპს "ბიომაპასი", რომელიც აწარმოებს კლინიკური კვლევების მონიტორინგს და აუდიტს, აცხადებს ტენდერს ორგანიზაციის ფინანსური აუდიტის ჩატარებაზე.

ჩატარებული აუდიტი უნდა მოიცავდეს ორგანიზაციის 2019 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშს ინგლისურ და ქართულ ენაზე;

აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის წევრ ადგილობრივ აუდიტორულ კომპანიებს, ასევე საქართველოში წარმომადგენლობის მქონე საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებს.
ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** სერთიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
** ტექნიკური წინადადება ინგლისურ და ქართულ ენაზე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გაუგზავნოთ ზემოთაღნიშნული დოკუმენტაცია და დამატებითი შეკითხვები შპს "ბიომაპასის" დირექტორს, იოსებ ყურელს, შემდეგ ელექტორნულ მისამართზე - soso.qureli@biomapas.com, 2019 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.


წყარო : http//jobs.ge