ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000564 დასრულებული

საგრანტო პროგრამა კვების ბიზნესებისათვის

წყარო: USAID Zrda Activity

განაცხადის ბოლო ვადა
29.11.2019
საიტზე დამატებულია
31.10.2019

პროექტის შესახებ:

ზრდა პროექტი აცხადებს საგრანტო პროგრამას კვების ინდუსტრიაში ჩაბმული სუბიექტებისთვის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობისა და ტექნიკური დახმარების გაწევით, ბიზნესებისა და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებას ინდივიდუალური კონსულტაციებით/გადამზადებით.


საგრანტო პროგრამის მთავარი მიზანია ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობა, პროექტის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში არსებული ბიზნესების ზრდითა და გაძლიერებით. სხვადასხვა ორგანიზაციული, ტექნიკური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამებთან ერთად, ზრდა პროექტი გააუმჯობესებს ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული სუბიექტების/მოთამაშეების კონკურენტუნარიანობას საგრანტო პროგრამის განხორციელებით.

განაცხადები წარდგენილ უნდა იქნას ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

განაცხადების წარდგენა/ჩაბარება შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: subawards@zrda.ge და/ან ბეჭდური ფორმით ზრდა პროექტის ოფისებში,

შემდეგ მისამართებზე:

• თბილისი, რამიშვილის ქუჩა #9, I ჩიხი, 3-4 სართული, 0179
• ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქუჩა #3 (საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთის” ოფისი)
• ახალციხე, წმინდა დავით და კონსტანტინეს ქუჩა, #21ა
• გორი, სტალინის გამზირი № 27/1
• მარნეული, რუსთაველის ქუჩა № 48
• ახმეტა, ჭანტურიას 36, (ყოფილი გენერალ ლესელიძის ქუჩა)
განაცხადში აუცილებლად უნდა მიეთითოს მოთხოვნის (RFA) No. 095-1011-002-S-2019.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 29 ნოემბერი, 17:00 სთ, ადგილობრივი დროით. დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.


წყარო : http://jobs.ge