projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
117


USAID საგრანტო პროგრამას მუზეუმებისათვის

უნიკალური ნომერი: 000567

გრანტის შესახებ:

USAID ზრდა პროექტი საქართველოში (ზრდა პროექტი), რომელსაც ახორციელებს ქემონიქს ინტერნეიშენალი (Chemonics International), საგრანტო კონკურსის ფარგლებში აცხადებს აპლიკაციების მიღებას ზრდა პროექტის სამიზნე რეგიონებში მდებარე მუზეუმებისათვის. გრანტები გაიცემა და განხორციელდება როგორც ზრდა პროექტის გრანტების მართვის შიდა პოლიტიკის, ისე USAID-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო რეგულაციების შესაბამისად.


დაინტერესებულ აპლიკანტებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები და მიიღონ მითითებები აპლიკაციის შევსებასთან დაკავშირებით ზრდა პროექტის მიერ გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე შემდეგი განრიგის მიხედვით:

• 6 ნოემბერი, 2019 16:00 სთ - ახმეტა, ჭანტურიას 36 (ყოფილი გენერალ ლესელიძის ქუჩა)
• 8 ნოემბერი, 2019 12:00 სთ - მარნეული, რუსთაველის ქუჩა № 48
• 11 ნოემბერი, 2019 16:00 სთ - ბორჯომი, რუსთაველის ქუჩა № 107ა (სასტუმრო „ბორჯომის ხეობა“)
• 12 ნოემბერი, 2019 12:00 სთ - ახალციხე, წმინდა დავით და კონსტანტინეს ქუჩა, #21ა
• 18 ნოემბერი, 2019 12:30 სთ - გორი, სტალინის გამზირი № 27/1
• 19 ნოემბერი, 2019 12:30 სთ - ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქუჩა #3 (საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთის” ოფისი)


გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზრდა არ აანაზღაურებს საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად გაწეულ ხარჯებს.


ზრდა პროექტის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება მოითხოვონ, ხოლო აპლიკანტებს ეკრძალებათ შესთავაზონ მათ ფული, საკომისიო, გასამრჯელო, წილი, საჩუქარი, ფულადი საჩუქარი, ღირებული ნივთი ან კომპენსაცია იმის სანაცვლოდ, რომ დაუმსახურებლად მოიპოვონ ან მიიღონ ხელსაყრელი პირობები აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით.

პროექტის თანამშრომლისგან ნებისმიერი შეუფერებელი მოთხოვნის შესახებ უნდა ეცნობოს პროექტის ხელმძღვანელს, ბრაიან კინგს ელექტრონულ ფოსტაზე: bking@zrda.ge ან გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე BusinessConduct@chemonics.com.

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.


წყარო : http://jobs.ge

დამატებულია: 01-11-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 02-12-2019

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 18 დღე;


28-01-2019

პროექტი ზრდა საქართველოში

25-01-2019

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა

04-02-2019

CRRC საქართველო - პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ ქვეპროექტი

23-01-2019

აწარმოე საქართველოში

23-01-2019

აწარმოე საქართველოში

28-01-2019

პროექტი ზრდა საქართველოში

25-01-2019

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა

04-02-2019

CRRC საქართველო - პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ ქვეპროექტი


სიახლეების გამოწერა


პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ