ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000592 დასრულებული

კონკურსი ექსპერტის/კონსულტანტის მომსახურებაზე

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

განაცხადის ბოლო ვადა
29.11.2019
საიტზე დამატებულია
26.11.2019

კონკურსის შესახებ:

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, "ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობის" პროექტის ფარგლებში, "სააგენტოს" მიმღები ოჯახების მომსახურების განვითარების და დახვეწის რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, აცხადებს კონკურსს ექსპერტის/კონსულტანტის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.

მოვალეობები:

1. მიმღები ოჯახების სტანდარტის ინსტრუქციის/გაიდლაინის შემუშავება და მინდობით აღზრდის პროცედურების და მიმღები მშობლის შეფასების ფორმების განახლება.
2. ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობისათვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს შესაბამისი კომიტეტის შეხვედრების ორგანიზება/მართვა.
3. მინდობით აღზრდის სფეროში მინდობით აღმზრდელების მოზიდვის მეთოდიკის შემუშავება.
4. ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობისათვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიან საკოორდინაციო საბჭოს შესაბამის კომიტეტებში განხორციელებული სამუშაოს ანგარიშების წარდგენა.
5. განხორციელებული საქმიანობის საბოლოო ანგარიშის მომზადება.

მოთხოვნები:

განათლება: მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი სოციალურ მეცნიერებში ან ფსიქოლოგიაში.

გამოცდილება:

** ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება;
** ტრენინგ მოდულების შემუშავების და ტრენინგების ჩატარების სულ მცირე ხუთ წლიანი გამოცდილება;
** სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელად მუშაობისა და კონცეფციის/ინსტრუმენტების შემუშავების ტექნიკური გამოცდილება;
** სამთავრობო და დონორი ორგანიზაციების შეხვედრების მართვის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება.

სამუშაო გარემო: ქ. თბილისი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში პერიოდული ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობა.
ხანგრძლივობა: 1 თვე

წარმოსადგენი დოკუმენტები:

** CV;
** ინფორმაცია ორი რეკომენდატორის შესახებ (კომპანიისა და რეკომენდატორის პოზიციის მითითებით).
** განხორციელებული მსგავსი სამუშაოს ჩამონათვალი.

წარმოსადგენი დოკუმენტები გამოგზავნილ უნდა იქნეს შემდეგ ელ-ფოსტაზე: durushadze@moh.gov.ge | a.mchedlishvili@mra.gov.ge

აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იყოს 2019 წლის 29 ნოემბრამდე.

მომსახურების შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება შეადგენს 1600 ევროს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით, "0"-ვანი დღგ-ით), ექვივალენტით ლარში, World Vision Georgia-ს მიერ ავანსის ჩარიცხვის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.


წყარო: http://jobs.ge