კონკურსი პროექტის საბოლოო შეფასებაზე
წყარო: World Vision
- განაცხადის ბოლო ვადა
- 20.01.2020
- საიტზე დამატებულია
- 13.01.2020
კონკურსის შესახებ:
"World Vision International"-ის ფილიალი საქართველოში აცხადებს კომპანიების წინასწარ კვალიფიკაციას: პროექტის საბოლოო შეფასებაზე (Project Final Evaluation).
"ვორლდ ვიჟენი" მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელიც განვითარებისა და ადვოკატირების მიმართულებით მუშაობს. კომპანია ოპერირებს 100-მდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს http://www.wvi.org/georgia.
"ვორლდ ვიჟენის" ფილიალი საქართველოში იწვევს შეფასების სერვისის მომწოდებელ კომპანიებს წინასწარ კვალიფიკაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი წინასწარი კვალიფიკაციის დოკუმენტაცია:
** კომპანიის შესახებ ინფორმაცია დადგენილი ფორმატის მიხედვით (მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა, თანდართულია);
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
** ინფორმაცია სამი რეკომენდატორის შესახებ (კომპანიისა და რეკომენდატორის პოზიციის მითითებით).
** ხელმოწერილი ქცევის კოდექსის და წესების გაცნობის დასტური (თანდართულია).
განმარტებებისთვის მიმართეთ
"World Vision International"-ის ფილიალი საქართველოში
18/17 ი. იმედაშვილის ქ. თბილისი
ელფოსტა: Geoo_tender@wvi.org
განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად, ელ. მისამართზე: Geo_Procurement@wvi.org, ან დალუქულ კონვერტში, ზემოთ მითითებულ მისამართზე.
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 20 იანვარი 2020, 15:00. გთხოვთ, ელ. წერილის საგანში მიუთითოთ: პროექტის საბოლოო შეფასებაზე (Project Final Evaluation). აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადები არ იქნება განხილული.
წყარო : http://jobs.ge