projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
399



ავსტრიის მხარდაჭერა და დაფინანსება მდგრადი განვითარების პროექტებისათვის

უნიკალური ნომერი: 000066

ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), მეწარმეებს ევროპის ეკონომიკური ზონის წევრი ქვეყნებიდან და შვეიცარიიდან, მათ შორის საქართველოდან სთავაზობს მდგრადი განვითარების პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერას და დაფინანსებას.

სააგენტო მხარს უჭერს ისეთ მეწარმეებს და პროექტებს, რომლებიც გამოირჩევიან ინოვაციურობით, დადებით გავლენას ახდენენ სიღარიბის დაძლევასა და შესაძლებლობების განვითარებაზე და შესაძლებელია მათი, სამაგალითო მოდელად გამოყენება.

სხვადასხვა ქვეყნების მეწარმეებს შორის პარტნიორობა და სტრატეგიული ალიანსის არსებობა პროექტის მხარდაჭერის წინაპირობას წარმოადგენს. გრანტის შესაძლო მოცულობა მერყეობს 20,000 – 200,000 ევროს ფარგლებში ბიზნეს პარტნიორობის შემთხვევაში, 200,000- 500,000 ევროს ფარგლებში სტრატეგიული ალიანსის შემთხვევაში და ჯამში შესაძლოა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ღირებულების მხოლოდ 50%-ს. პროექტის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ წელს.

სააგენტო მხარს უჭერს ბენეფიციარებს მიზანშეწონილობის კვლევის განხორციელებაში. ბიზნეს პარტნიორობის ეკონომიკური მიზანშეწონილობის და პერსპექტივების შეფასება ახალი წამოწყების წარმატებისათვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, შესაბამისად სააგენტო გამოყოფს გრანტს მთლიანი პროექტის ღირებულების 50% ოდენობით, არაუმეტეს 20000 ევროსი.

ქართველ მეწარმეებს, რომელთაც ჰყავთ შერჩეული პარტნიორი ევროკავშირის ზონის ქვეყნებიდან და/ან შვეიცარიიდან, და მზად არიან თანამონაწილეობის საფუძველზე დაიწყონ ახალი ან განავითარონ უკვე არსებული ბიზნესი, შეუძლიათ მიმართონ ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) საქართველოს ოფისს, მხარდაჭერისათვის.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ბიზნეს ცენტრი „მერანი“

რუსთაველის გამზ. 42 / გრიბოედოვის ქ. 31ა

0108 თბილისი, საქართველო

ელ-ფოსტა: tiflis@ada.gv.at

ტელ.: +995 322 434 400

საინფორმაციო ბმული : http://www.entwicklung.at/en/actors/businesses/business-partnerships/

დამატებულია: 27-12-2018

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2019

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 135 დღე;


28-01-2019

მცირე საოჯახო სახლები

22-01-2019

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების საგრანტო ხელშეკრულება

16-08-2019

მცირე გრანტი ფიზიკური პირებისთვის - სამგზავრო

22-01-2019

ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის პრინციპებისა და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (ENI SEIS II East)

22-01-2019

ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის პრინციპებისა და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (ENI SEIS II East)

28-01-2019

მცირე საოჯახო სახლები

22-01-2019

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების საგრანტო ხელშეკრულება

16-08-2019

მცირე გრანტი ფიზიკური პირებისთვის - სამგზავრო


სიახლეების გამოწერა


პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ